"კასპერსკის ლაბორატორია" საქართველოში შემოდის » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"კასპერსკის ლაბორატორია" საქართველოში შემოდის

"კასპერსკის ლაბორატორია" საქართველოში შემოდის მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი კომპანია "კასპერსკის ლაბორატორია", რომელიც უსაფრთხო ინტერნეტის იდეას ემსახურება, ქართული ბაზრით დაინტერესდა - მათ სარეკლამო კამპანია თბილისის ცენტრიდან დაიწყეს. ერთი თვის განმავლობაში - 18 მაისიდან, 18 ივნისის ჩათვლით, კომპანიის საიმიჯო ბანერი თბილისის ცენტრს დაამშვენებს. შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს შეეძლება სამგანზომილებიანი ბანერის ფონზე სამახსოვრო ფოტოების გადაღება. კარლ ბრიულოვის სურათის - ,,პომპეის უკანასკნელი დღის,, მოტივებზე შექმნილი ილუსტრაცია, ერთობ დრამატულად წარმოაჩენს სამყაროს გადარჩენისთვის ბრძოლას. მართებულია ვთქვათ, ინტერნეტ სამყაროსთვის.

კომერციული საქმიანობის გარდა , "კასპერსკის ლაბორატორიამ" გამოთქვა სურვილი ჩაატაროს გარკვეული სახის ტრენინგები და სემინარები საქართველოში , 21-ე საუკუნის ყველაზე მზარდი და გავრცელებული დანაშაულების საწინაარმეგოდ . ისინი მზად არიან ზემოთ ხსენებულ საკითხში ითანამშრომლონ კიბერდანაშაულთან მებრძოლ სპეციალისტებთან .

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი