მფრინავი ავტომობილი 2017 წლიდან გაიყიდება » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მფრინავი ავტომობილი 2017 წლიდან გაიყიდება

მფრინავი ავტომობილი 2017 წლიდან გაიყიდებასლოვაკები რომ მფრინავ ავტომობილს ქმნიან, ამის შესახებ ადრეც არაერთხელ ვწერდით. ახლა კი გაჩნდა ინფორმაცია, რომ პროექტ AeroMobil-ის სერიული წარმოება დაიწყება.

Auto Bild

ჩვენი სლოვაკი კოლეგების ინფორმაციით, 2017 წლიდან „აერომობილის“ შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. აქვე ვთქვათ, რომ AeroMobil 3.0-ის ფასი დაახლოებით 200 000 ევრო იქნება, რაც, პრინციპში, არცისე ძვირია ისეთი ავტომობილისთვის, რომელსაც ფრენაც შეუძლია.

გულზე ხელი დავიდოთ და ისე ვთქვათ: საცობში დგომისას ვის არ უოცნებია ისეთ ავტომობილზე, რომელსაც აფრენა შეეძლება? “AeroMobil 3.0-ის” სიგრძე 6 მეტრია და ეს არის პატარა თვითმფრინავისა და ავტომობილის ორადგილიანი კომბინაცია.

Auto Bild

გზაზე მას 200 კმ/სთ სისწრაფის განვითარება შეუძლია, სავსე ავზით კი დაახლოებით 870 კილომეტრს გაივლის. თუმცა საცობში აფრენას ვერ მოახერხებს, რადგან ასაფრენად მინიმუმ 200-მეტრიანი დისტანცია სჭირდება, მიწაზე დასაბრუნებლად კი - 50 მეტრი ჰყოფნის. საწვავის ავზში ჩვეულებრივი ბენზინი ასხია...
  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი