სამსუნგი Galaxy Note 7-ების გაყიდვას აჩერებს – “სმარტფონი ფეთქდება” » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამსუნგი Galaxy Note 7-ების გაყიდვას აჩერებს – “სმარტფონი ფეთქდება”

სამსუნგი Galaxy Note 7-ების გაყიდვას აჩერებს – “სმარტფონი ფეთქდება”

სამსუნგი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულ  Galaxy Note 7-ის სმარტფონებს გაყიდვას აჩერებს. CNN-ის ინფორმაციით, ამის მიზეზია ის გარემოება, რომ სმარტფონს დატენვის დროს ცეცხლი ეკიდება.

 

Note 7 სამსუნგმა მომხმარებლებს ერთი თვის წინ წარუდგინა.

 

“სამსუნგმა განაცხადა, რომ პრობლემა აღმოჩენილია ტელეფონის ბატარეაში და გაყიდვებს აჩერებს. ის  Note  7-ებს ახალი პროდუქტით ჩაანაცვლებს”, – წერს CNN.

სამხრეთ კორეული საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით ხუთმა ადამიანმა განაცხადა, რომ სმარტფონს ცეცხლი მოეკიდა და “აფეთქდა”, ხოლო სამსუნგი 35 შემთხვევას ასახელებს.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი