კიდევ ერთი სისხლიანი გარჩევა - თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კიდევ ერთი სისხლიანი გარჩევა - თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

სისხლიანი გარჩევა თბილისში. ცოტა ხნის წინ ქვემო ფონიჭალაში, რუსთაველის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

 

ადგილობრივები კურიერთან საუბრის დროს აცხადებენ, რომ გაიგეს ყვირილის ხმა, მაგრამ დეტალები არ იციან. როგორც თვითმხილველები ყვებიან, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი ქართული ოცნების კონცერტზე იყვნენ მისულები.

 

ადგილზე ყვებიან, რომ ჯერ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც შემდეგ დაპირისპირება მოჰყვა.

 

დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

 

შს სამინისტრო ადასტურებს, რომ ქვემო ფონიჭალაში 2 ახალგაზრდას შორის მოხდა დაპირისპირება, თუმცა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტი კონცერტის ადგილიდან მოშორებით, რკინიგზის ლიანდაგებთან მოხდა.

 

აქვე განმარტავენ, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი