მკვლელობა ”ღირსების” გამო – სასტიკი ტრადიციები » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მკვლელობა ”ღირსების” გამო – სასტიკი ტრადიციები

მკვლელობა ”ღირსების” გამო – სასტიკი ტრადიციებიიმ სირცხვილის გამო მკვლელობა, რომელიც ქალმა ან გოგონამ ოჯახს „დამართა“, ყველაზე მეტად თანამედროვე პაკისტანში, თურქეთში, ინდოეთსა და ეგვიპტეშია გავრცელებული. ოფიციალური მონაცემებით, პაკისტანში ამის გამო წლიურად ათასამდე ქალს კლავენ, თუმცა, რეალური სურათი შესაძლოა უარესი იყოს. როგორც წესი, მკვლელობას მსხვერპლის ახლო ნათესავები – ძმები, ბიძები ან მამები სჩადიან. სირცხვილად შესაძლოა არა მხოლოდ ქმრის ღალატი, არამედ უცხო კაცისთვის ნათქვამი ორი სიტყვა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო ან კარიერის გაკეთების სურვილი დასახელდეს.


ერთ-ერთი მსგავსი ინციდენტი 25 წლის ფარზანა იკბალის მკვლელობა გახდა. სიყვარულით ფარული ქორწინების გამო, გოგონა ქვებით ჩაქოლეს. მისი სიკვდილით დასჯაში დაახლოებით 10 კაცი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ: მამა, ძმა და მსხვერპლის ყოფილი საქმრო.


2016 წლის ივლისში, ინსტაგრამ-ის პაკისტანელი ვარსკვლავი ქანდილ ბალოჩი საკუთარმა ძმამ გამოასალმა სიცოცხლეს იმის გამო, რომ 26 წლის კანდილმა პაკისტანის საზომებით „გულახდილი“ ფოტოები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. მკვლელმა გოგონას ჯერ ნარკოტიკი მისცა, შემდეგ კი გაგუდა.

უკანასკნელი გახმაურებული ამბავი ამა წლის აგვისტოში მოხდა. პაკისტანელმა მეორე ცოლი ღალატში ეჭვის გამო მოკლა.

დადანაშაულებული ქალი ოჯახის წევრ კაცებს „არცხვენს“, და მისი ხვედრი სიკვდილია. გარდა ამისა, პაკისტანსა და ინდოეთში ქალებისთვის სახეში გოგირდმჟავის შესხმის ტრადიცია ძალზე პოპულარულია. როგორც წესი, ამას ის კაცები სჩადიან, ვის სიყვარულსაც კონკრეტული ქალები უარყოფენ. ისინი მათ ქუჩაში უსაფრდებიან და სამუდამოდ ასახიჩრებენ.             
  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი