ვაზისუბანში აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვაზისუბანში აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი

ძლიერი აფეთქება მოხდა თბილისში, ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქების შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სამაშველო და შს სამინისტროს დანაყოფები, თუმცა მათ მამაკაცის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,

აფეთქების შედეგად დაიწვა 60 კვ.მ-ს ფართობის საცხოვრებელი სახლი.

მომხდარის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შემთხვევა შესაძლოა ბუნებრივი აირის გაჟონვასა და დაგროვებას გამოეწვია.

 

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი