სხეულით ვაჭრობის მეგამოლი აღმოჩენილია – როგორია სექსმუშაკების რეალობა – ფოტორეპორტაჟი » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სხეულით ვაჭრობის მეგამოლი აღმოჩენილია – როგორია სექსმუშაკების რეალობა – ფოტორეპორტაჟი

სხეულით ვაჭრობის მეგამოლი აღმოჩენილია – როგორია სექსმუშაკების რეალობა – ფოტორეპორტაჟითბილისის ქუჩებს ისეთი ადგილებიც ამშვენებს, სადაც სხეულით ვაჭრობა ჩვეული გაცვლა-მიმოცვლის ამბავია.

ყველაზე მსხვილი წერტილი, რომელიც, ფაქტობრივად, სხეულით ვაჭრობის მეგამოლია, წერეთლის გამზირზე მდებარეობს. უფრო კონკრეტულად კი, „გამოფენის“ სახელით ცნობილი ტერიტორია პროსტიტუციის ნამდვილი კერააა.

 

თავდაპირველად, ერთი ქალბატონი შევნიშნეთ, რომელიც გარეგნულმა ნიშნებმა მაშინვე გაყიდა. თუმცა, დილემა მაინც წარმოიშვა – „მამაშა“ თუ სექსმუშაკი? – როგორც ბოლოს დავასკვენით, ორივე. ფოტოების გადაღების შემდეგ, მის სამუშაო პროცესზე დაკვირვება გადავწყვიტეთ. მანქანები დიდი სიხშირით ჩერდებოდნენ, ჩვენი ქალბატონიც დაუზარებლად მიიწევდა მათკენ და საკუთარ მენიუს უშლიდა. პირველი რამდენიმე მცდელობა ჩაიშალა, თუმცა წითელი ჯიპის მეპატრონე მაინც „დაიკერა“ და შესაბამისად, მოლაპარაკებაც შედგა.

 

წერეთლის გამზირის გაგრძელება ნამდვილი ოაზისი აღმოჩნდა. სასურველ პროდუქტს, ალბათ, ნებისმიერი გემოვნების ადამიანი იპოვის. სექსმუშაკების დაფიქსირება ნამდვილ პრობლემას წარმოადგენდა, თანაც ისე, რომ მათი ყურადღება არ მიგვეპყრო.

მათი ღირებულება განსხვავებულია. ეს უკანასკნელი გარეგნულ მშვენებებზე და ასაკზეა დამოკიდებული და ასევე, მომსახურების იმ მენიუზე, რომელსაც ისინი საკუთარ კლიენტებს სთავაზობენ.

 

სულაც არაა აუცილებელი, წერეთლის გამზირზე გახვიდეთ და ისე მოიპოვოთ მათი ყურადღება. ქუჩებში გამოსული სექსმუშაკები ონლაინ სივრცეშიც აქტიურად იკეთებენ რეკლამას. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი სოციალური ქსელი – Love.Mail.Ru-ა. ამ უკანასკნელზე დარეგისტრირებული სექსმუშაკები, ფოტოებთან ერთად მომსახურების მთელ სპექტრს გვთავაზობენ. საიტზე შემდეგ ტექსტებს შეხვდებით: „მაქვს ბინა, ერთი საათი 100 ლარი, ვაკეთებ ყველაფერს, გარდა ორალური სექსისა“; „ვარ ტრანსი, ვჟი…აობ ფულზე, მაქვს ბინა. საიტზე ჩემი ფოტოებია“ – ესა და სხვა განცხადებები სწორედ იმ სექსმუშაკებს ეკუთვნით, რომლებიც ღამის თბილისის ატრიბუტები უკვე კარგა ხანია გახდნენ.

 

როგორც წესი, მათი ღირებულება 70-დან 150 ლარამდე მერყეობს. თუმცა, ვაჭრობა აქ დაშვებულია. ფასები დამოკიდებულია ლოკაციაზეც. მაგალითად, ჩვენს წინა რეპორტაჟში სადგურის მოედანზე მდგომ სექსმუშაკებზე მოგითხრობდით, სადაც მათი ღირებულება 20 ლარი და ზოგჯერ კიდევ უფრო ნაკლებიცაა. ასე რომ, თბილისის პროსტიტუციის მენიუ საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს.

 

წერეთლის გამზირის შემოვლის შემდეგ, გადავწყვიტეთ, ჩვენთვის ამ დრომდე უცნობი, კიდევ ერთ ადგილი მოგვენახულებინა. ცირკთან ახლოს, თამარ მეფის ხიდის საწყისი ტერიტორია, სხვებისგან ცოტათი განსხვავებულია. აქ, როგორც წესი, მხოლოდ ტრანსგენდერები იყრიან თავს. როგორც გაირკვა, კლიენტების ნაკლებობას არც ისინი უჩივიან. მანქანების გაჩერების ტემპი, აქაც იგივე სიხშირითაა. თუმცა, ისინი უფრო აგრესიულები არიან და ჩვენი დანახვის შემდეგ, შეტევაზე გადმოდიან. მათთან კომუნიკაცია ცუდი შედეგით დამთავრდა. ერთ-ერთი მათგანი გამოგვეკიდა, თუმცა, თავის დახსნა მაინც შევძელით.

საინტერესოა რომ, ორივე ლოკაციაზე სექსმუშაკების გარდა, კონკრეტული პირებიც მორიგეობდნენ, რომლებიც, ალბათ, „მამაშისა“ და მათი მეთვალყურის როლს ასრულებდნენ. მაგალითად, წერეთლის გამზირზე მოტოციკლზე მოკალათებული ბიჭი ითავსებდა ამ ფუნქციას.

 

თუმცა, ჩვენი სიტყვების მიღმა, უფრო საინტერესოა, ღამის თბილისის პროსტიტუციის კერები, ფოტოგრაფის თვალით დაინახოთ და, თავად ნახოთ, როგორია ის რეალობა, რომელზეც ზემოთ უკვე გიამბეთ.

სხეულით ვაჭრობის მეგამოლი აღმოჩენილია – როგორია სექსმუშაკების რეალობა – ფოტორეპორტაჟი

 

სხეულით ვაჭრობის მეგამოლი აღმოჩენილია – როგორია სექსმუშაკების რეალობა – ფოტორეპორტაჟი

 

სხეულით ვაჭრობის მეგამოლი აღმოჩენილია – როგორია სექსმუშაკების რეალობა – ფოტორეპორტაჟი

 

სხეულით ვაჭრობის მეგამოლი აღმოჩენილია – როგორია სექსმუშაკების რეალობა – ფოტორეპორტაჟი

 

სხეულით ვაჭრობის მეგამოლი აღმოჩენილია – როგორია სექსმუშაკების რეალობა – ფოტორეპორტაჟი

 

სხეულით ვაჭრობის მეგამოლი აღმოჩენილია – როგორია სექსმუშაკების რეალობა – ფოტორეპორტაჟი

 

სხეულით ვაჭრობის მეგამოლი აღმოჩენილია – როგორია სექსმუშაკების რეალობა – ფოტორეპორტაჟი

 

სხეულით ვაჭრობის მეგამოლი აღმოჩენილია – როგორია სექსმუშაკების რეალობა – ფოტორეპორტაჟი

 

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი