13 წლის ბიჭმა თავი მოიკლა - მშობლებს სურთ, რომ მსოფლიომ სიმართლე გაიგოს! » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

13 წლის ბიჭმა თავი მოიკლა - მშობლებს სურთ, რომ მსოფლიომ სიმართლე გაიგოს!

13 წლის ბიჭმა თავი მოიკლა - მშობლებს სურთ, რომ მსოფლიომ სიმართლე გაიგოს!რამდენიმე დღეში დანიელ იოზეფ ფიტცპატრიკს 14 წელი შეუსრულდებოდა. მისმა 17 წლის დამ ის 11 აგვისტოს იპოვა...დენიელმა საკუთარი ქამრით თავი ჩამოიხრჩო.

 

საწყალი მშობლები, მაურინი და დანიელ უფროსი, ძლივს უძლებენ ამ საშინელ განსაცდელს. მაგრამ მათ მაშინვე გადაწყვიტეს, რომ მსოფლიომ მომხდარის შესახებ სიმართლე უნდა გაიგოს. დანიელი ბულინგის მსხვერპლი გახდა - თანაკლასელები მუდმივად ცუდად ექცეოდნენ მას...

ბიჭმა წერილი დაწერა, სადაც ახსნა, რატომ აღარ უნდოდა სიცოცხლე. მან დაწვრილებით მოყვა თუ როგორ ეპყრობოდნენ, კათოლიკური სკოლის, მექვსე კლასელი ბიჭები:

 

„...ენტონი მუდამ ჩემზე ანთხევდა ჯავრს. ჯონთან, მარკოსთან და ხოსესთან ერთად ის გამუდმებით დამცინოდა. ერთ დღეს ვეღარ მოვითმინე და ენტონისთან ვიჩხუბე, მაშინ ყველა გაჩერდა. ჯონის გარდა, ის ძალიან გაბრაზებული იყო. ჯონთან ჩხუბის დროს მან ნეკა თითი მომატეხა. მე ფარ-ხმალს ვყრი. მასწავლებლები არაფერს აკეთებენ, რომ გააჩერონ ისინი“,- დაწერა დანიელმა.

 

 

გულგატეხილმა მამამ ვიდეო ჩანაწერი გააკეთა და ფეისბუქზე ატვირთა : „ახლა მთელმა მსოფლიომ გაიგო რა დაემართა ჩემ შვილს. არც ერთი ბავშვი არ უნდა იტანჯებოდეს ისე, როგორც ჩემი შვილი.“ მამის თქმით, ის და მისი ცოლი ამჩნევდნენ, რომ დანიელს სკოლაში პრობლემები ჰქონდა და დირექტორთანაც კი იყვნენ მისულები. მაგრამ სკოლის ხელმძღვანელობამ ეს ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანა.„ყველაფერი, რაც ჩვენ გავიგეთ იყო - ის კარგად იქნება. ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება?“

 

სასოწარკვეთილმა მამამ ბიჭების მშობლებსაც მიმართა: „და თქვენ მთელი ცხოვრების მანძილზე მათ ჩაეხუტებით. უბრალოდ ვერ წარმომიდგნია. თქვენმა პატარა მონსტრებმა ჩემი შვილის ჩახუტების ბედნიერება წამართვეს. ეს ბედნიერება ჩემ ცოლსა და ქალიშვილსაც წაართვეს. დენი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, პატარა და თბილი. ის არ იყო „მაგარი“, არ იყო ბოროტი. მე უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა მისი ხმის გაგონება...მინდა გავიგო როგორ იტყვის „დილა მშვიდობისა, მამა“. და როცა მე ვეტყვი „დილა მშვიდობისა“ და „მე შენ მიყვარხარ“...ამას ყოველ დღე ვეუბნებოდი...“

 

 

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი