ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონიარიოს ოლიმპიურ თამაშებზე 57 კგ წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ხინჩეგაშვილმა ფინალში იაპონელი რეი ჰიგუჩი 4:3 დაამარცხა.

ქართველი მოჭიდავე შეჯიბრში მერვედფინალურ ეტპაზე ჩაერთო, სადაც ყაზახეთის წარმომადგენელი ნურისლამ სანაიევი მძიმე ბრძოლაში 4:3 დაამარცხა. მეოთხედფინალში ხინჩეგაშვილმა აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს 5:3 სძლია. ნახევარფინალში კი ქართველმა მოჭიდავემ ბულგარელი ვლადიმირ დუბოვი 8:4 დაამარცხა.

ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე 6 მედალია - 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი