მერაბ კვირიკაშვილი რაგბს დაუბრუნდა » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მერაბ კვირიკაშვილი რაგბს დაუბრუნდა

მერაბ კვირიკაშვილი რაგბს დაუბრუნდასა­ქარ­თ­ვე­ლოს სარაგბო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე-5 ტუ­რის ცენ­ტ­რა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა ქუ­თა­ის­ში, აია არე­ნაზე გა­ი­მარ­თა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა მოქ­მე­დ ჩემ­პი­ო­ნს ლე­ლოს უმასპინძლა და მეტოქე 25:17 დაამარცხა.

მატჩის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი მერაბ კვირიკაშვილის დიდ რაგბში დაბრუნდება გახლდათ. მეორე ტაიმის დასაწყისში ლელოს შემადგენლობაში ცვლილება განხორციელდა და  ოთარ ბარ­კა­ლა­ი­ას ნაც­ვ­ლად თა­მაშ­ში მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი ჩა­ერ­თო.

კვირიკაშვილი ქართული რაგბის ისტორიაში გამორჩეული მოთამაშეა, მას ბორჯღალოსნების რიგებში 2003, 2007, 2011 და 2015 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატებზე აქვს ნათამაშები და ნაკრების მთავარი მექულეა.

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხ­ვე­ვის შემ­დეგ კვირიკაშვილი პირველად გავიდა მოედანზე. 

 
  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი