ბაკის ბოთა: – „გორგოძე, შენ ნამდვილი გოლიათი ხარ“… » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბაკის ბოთა: – „გორგოძე, შენ ნამდვილი გოლიათი ხარ“…

ბაკის ბოთა: – „გორგოძე, შენ ნამდვილი გოლიათი ხარ“…“გორგოძე, შეგიძლია “ტულონის” ოთხნომრიანი მაისური სიამაყით ატარო. მეგობარო, შენ ნამდვილი გოლიათი ხარ. მაგრად ითამაშე. ახლა, შემიძლია კარიერა მართლაც მშვიდად დავასრულო” – ასე გამოეხმაურა საკუთარ „თვითერზე“ ამ მოვლენას „ტულონის“ სამხრეთ აფრიკელი ლეგენდა, მეორეხაზელი ბაკის ბოთა.

bota-11

ტურის ცენტრალური მატჩის პირველი ტაიმი „ტულონმა“ 16:6 მოიგო, მაგრამ მეორე ნახევრის დებიუტში ჯარიმა გაუშვა, ხოლო 53-ე და 56-ე წუთებზე ლელოები გაუშვა, რომელთაგან ერთს ზუსტი გარდასახვა მოყვა და 16:21 ჩამორჩა. მატჩის დასრულებამდე 7 წუთი რჩებოდა, როდესაც მამუკამ რაქიდან ჩვეულ სტილში შეუტია და ისეთი ლელო დადო, მთელი სარაგბო სამყარა კვლავ მასზე ალაპარაკდა.

ცნობილმა პორტალმა PLANETRUGBY-მ გორგოძე სათაურში ახსენა, ბოთას კომენტარი უკვე გაგაცანით და ეს მცირედია მრავალს შორის. ქართველი ლეგიონერისთვის მიმდინარე სეზონში ეს პირველი ლელოა. თამაშს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი დაესწრო.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი