ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ოლიმპიური მედლის გარეშე დარჩა » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ოლიმპიური მედლის გარეშე დარჩა

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ოლიმპიური მედლის გარეშე დარჩაქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში ფინალში მე-5 ადგილზე გავიდა.


ნადირაძემ 39.817 წამი დააფიქსირა, რაც ოლიმპიური მედლის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. 

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტის მქონე ქართველმა კანოისტმა 200 მეტრ დისტანციაზე სპრინტში ნახევარფინალში შვიდ მონაწილეს შორის დისტანცია 40.146 წამში დაფარა და პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძე ჯამში რვა ფინალისტს შორის მეოთხე შედეგით შევიდა. 

მანამდე, 200 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი სპრინტში ნადირაძემ წარმატებით გადალახა საკვალიფიკაციო რაუნდი და ნახევარფინალში გავიდა. ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 200 მეტრი 41.423 წამში დაფარა და შვიდ სპორტსმენს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა. 

ზაზა ნადირაძე ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ვარჯიშობს. 

ოლიმპიური თამაშებისთვის ის მცხეთაში, მდინარე მტკვარზე და აზერბაიჯანში, მინგეჩაურის წყალსაცავზე ემზადებოდა. ოლიმპიადის წინ დასკვნითი შეკრება მან პორტუგალიაში გაიარა.

ფოთელი ვიქტორ კრატასიუკის შემდეგ, მცხეთელი ზაზა ნადირაძე ოლიმპიადის პირველი ქართველი მონაწილე, მედალოსანი და გამარჯვებულია. ვიქტორ კრატასიუკმა ოლიმპიადა 1972 წელს, მიუნხენში მოიგო - წყვილთა შორის (ნიკოლაი გორბაჩოვთან ერთად) ბაიდარით ათას მეტრზე გაიმარჯვა.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი