ია სუხიტაშვილი მიშა მესხთან დაშორებაზე ალაპარაკდა – „ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე არაფერ შუაში ვარ“ » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ია სუხიტაშვილი მიშა მესხთან დაშორებაზე ალაპარაკდა – „ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე არაფერ შუაში ვარ“

ია სუხიტაშვილი მიშა მესხთან დაშორებაზე ალაპარაკდა – „ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე არაფერ შუაში ვარ“გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან ია სუხიტაშვილთან, რომელიც „პრაიმტაიმში“ დაიბეჭდა.

– ცოლ-ქმარს შორის ყოველთვის არის პატარ-პატარა კამათები. როცა დროებით შორდებოდით, მაშინაც არ იყო სინანული, სასოწარკვეთა?
– ვერ ვიქნები რესპონდენტი, რომელიც იტყვის, რომ ყველაფერი იდიალურად იყო ჩემს ოჯახში. იყო კამათიც, გაუგებრობაც, არ შეიძლება ორი ადამიანის აზრი ყველა საკითხში ემთხვეოდეს ერთმანეთს. ეს ნორმალურია, მაგრამ არის რაღაცები, რაც არანორმალურია ურთიერობაში, რისი გამოსწორების არც შანსია და არც აზრი აქვს. 35 წლის ვარ. ჩემში თვისებები ისეა უკვე ჩამოყალიბებული, რომ ვისაც არ უნდა მოუნდეს, ვეღარ გამომცვლის. ასეთი ვარ. ან უნდა მიმიღო ასეთი, ან უარი თქვან ჩემთან ურთიერთობაზე.
– შეიძლება გკითხო მიზეზი, რის გამოც შენი პირველი ქორწინება დამთავრდა?
– სიმართლე გითხრა, ასე დეტალურად აღარ მახსოვს. როცა ვხურავ წარსულის კარს ყველაფერს ვივიწყებ. იყო, ალბათ, რაღაცები რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. ალბათ, მისთვისაც იყო გარკვეული საკითხები მიუღებელი ჩემთან მიმართებაში, არ ვიცი…
– ორი ერთნაირი პროფესია არის პრობლემა ურთიერთობაში?
– ადრე მეგონა, რომ არ იყო ეს პრობლემა, ახლა უკვე დავფიქრდი ამაზე. ჩემ გარშემო ძალიან ბევრი მსახიობი წყვილია ერთად წლების განმავლობაში, აქვთ ოჯახები და ბევრიც შეაბერდა ერთმანეთს. ერთ სპექტაკლებში თამაშობენ და სულ არ უქმნით ეს დისკომფორტს, პირიქით. არ ვიცი, ვერ ვხვდები, ჩემს შემთხვევაში არ გაამართლა, ფაქტია. მაგრამ არ ვიცი რას დავაბრალო, იმას, რომ ერთი პროფესიისანი ვიყავით, იმას, რომ უმეტეს დროს გადასაღებ მოედანზე ვატარებდით, ან თეატრში… არ ვიცი. არის კიდევ ერთი პრობლემა, რის გამოც ორი მსახიობი როგორც ოჯახი შეიძლება ვერ შედგეს. თუ ერთი მსახიობი ბევრად მაღლა დგას, ვიდრე მეორე. ერთ ფილმს ვუყურე ელიზაბედ ტეილორზე. იმდენი „ოსკარი“ აქვს აღებული, მისი მეუღლე ცოტა იგრუზებოდა ამაზე. მე ამის გამო ოჯახი არცერთხელ არ დამნგრევია, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი მსახიობების თანაცხოვრების გაფუჭებისა, შეიძლება ესეც იყოს. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვი, შეიძლება გავიდეს დრო, მერე ისევ ერთად დავსხდეთ ორივე და კითხვაზე პასუხი მქონდეს.
– მას მერე რაც შენ და მიშა ერთმანეთს დაშორდით, ამ თემაზე არცერთს არ გისაუბრიათ, შეიძლება გკითხო რა მოხდა?
– არ ვარ მზად ამ მიზეზზე ვილაპარაკო. ახლა მგონია, რომ ჩვენი დაშორების მიზეზზე არასდროს ვილაპარაკებ.
– რთული იყო, ალბათ, განშორება…
– ადვილი არაფერი არ არის. არც ეს დაშორება, არც ჩემთვის და არც მისთვის. ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი.
– 9 თვეა მარტო ხარ… როგორ ხარ?
– ახლა უკეთ. იყო ძალიან რთული პერიოდები, რომელიც მარტო მიშას არ ეხება. ბევრი სხვა პრობლემა დაერთო ერთმანეთს და რთულად გადავიტანე. კიდევ ერთხელ მივხვდი რა არის ჩემთვის თერაპია. ეს არის ჩემი საქმე.
– როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები, ფიქრობ იმაზე, რომ შენშიც ეძებო პრობლემა და არ დააბრალო მხოლოდ სხვას?
– ჩემი პრობლემა სწორედ ეგ არის, რომ მხოლოდ ჩემში ვეძებ მიზეზს. ბევრ რამეში საკუთარი თავი დამიდანაშაულებია და მერე მითქვამს, საკმარისია, ასეც არ არის, არ შეიძლება ყველაფერში შენ იყო დამნაშავე. ორი ადამიანის ურთიერთობაში მხოლოდ ერთი არასდროს არის დამნაშავე. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. მიფიქრია კი, მაგრამ ვხვდები, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე არაფერ შუაში ვარ.
– ყოფილ ქმრებთან ურთიერთობას ახერხებ?
– წლები მჭირდება ამისთვის.
– მიშა ცდილობს?
– არ ვიცი, არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
– ეჭვიანი ხარ?
– დოზირებულად.
– ყოფილებზეც გიაჭვიანია?
– არავითარ შემთხვევაში. თუ ვამთავრებ, ვამთავრებ.
– რა არის მთავარი შენთვის მამაკაცთან ურთიერთობისას?
– იმაზე მეტად უნდა ვუყვარდე ვიდრე მე მიყვარს.
– პირიქით ყოფილა?
– არ ვიცი, მაგრამ, მომჩვენებია.
– ორმა დანგრეულმა ოჯახმა, ხომ არ გამოიწვია შენში უნდობლობა, შიში, რა იქნება ხვალ?
– ამაზე მიფიქრია და მეშინია, ამ ყველაფრის ფონზე არ დავკარგო ჩემი ადამიანი, ის, ვისაც ნამდვილად ვიმსახურებ. არ ვიტყვი მზად ვარ თუ არა ახალი სიყვარულისთვის. ასე არასდროს არაფერს ვგეგმავ. თუ მოვა, მოვიდეს, მე აქ ვარ.
წყარო :primetimenews

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი