"ლელას რამე არ დაემართოს, თორე გითრევ მაგ ბანდერასის პრიჩოსკით" – მამულიჩა » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"ლელას რამე არ დაემართოს, თორე გითრევ მაგ ბანდერასის პრიჩოსკით" – მამულიჩა

"ლელას რამე არ დაემართოს, თორე გითრევ მაგ ბანდერასის პრიჩოსკით" – მამულიჩა"იქს ფაქტორის" სცენაზე გუშინ, ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენას, ლელა წურწუმია განსაკუთრებულად შეხვდა. სიმპატიურმა და სექსუალურმა კონკურსანტმა, წურწუმია ჯერ გარეგნობით მოხიბლა, შემდეგ მეგრელობით და ბოლოს სიმღერით.

მისი სიმღერის შესრულებისას ესტრადის დივამ აღფრთოვანება ვერ დამალა და ნიშადურიც კი დასჭირდა დასაწყნარებლად. ლელა წურწუმიას მეუღლემ, კახა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით პოსტი დაწერა:

"კაცი-წნევა…  ….. ლელას რამე არ დაემართოს, თორე გითრევ მაგ ბანდერასის პრიჩოსკით" – წერს მამულიჩა.

ხვიჩა კვარაცხელია მაყურებელმა "ახალი ხმიდან" გაიცნო, რამდენიმე თვის წინ, ის ქეთა თოფურიამ მოსკოვში წაიყვანა ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ როგორც ჩანს მისი გამოჩენა რუსულ შოუ-ბიზნესში წარუმატებელი აღმოჩნდა.

 

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი