"ღიმილი მინდა, სხვა არაფერი" » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"ღიმილი მინდა, სხვა არაფერი"

"ღიმილი მინდა, სხვა არაფერი"გია მაისაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"ჩემო ძვირფასებო, აწი მსურს მხოლოდ სულის ამამაღლებელ ამბებზე გწეროთ ხოლმე მოკლე ჩანახატები, სანამ გამომცემლობა და მე შემოგავაზებთ უჩვეულო წიგნს. დღეს მსურს იცოდეთ ჩემი ცხოვრების ნამდვილი გმირების შესახებ, აი ისეთის დიდი განსაცდელი რომ მოგივლენს. პირველი ჩემი დაა, რმლის გაზრდილიც ვარ და მეორე ჩემი დისშვილი, რომელიც ჩემი გაზრდილია მათმა ძალისხმევამ და სიბრძნემ სიკვდილს გამომგლიჯეს, მივლიან როგორც თოთო ბავშვს,მესამე ჩემი მეუღლეა რომელიც თბილისიდან ყველაფერს აკეთებს.ჰიუსტონში კი ორი ყველაზე ახლიბელი ოჯახი სადაც ამჯამად ვცხოვრობთ სანამ შევძლებთ დამოუკიდებლობას, ჩემი ზურა ავსაჯანიშვილი ჩემი ტყუპების ნათლია და ჩემი დის უახლოესი. მეორე ოჯახია ჰიუსტონელი კარდიოლოგის ირაკლი გიორგბერიძის ოჯახი. ასევე ჩემი და განსაკუთრებით ჩემი დის უახლოესები. დედმამიშვილზე უფრო ახლობლები, ფაქტიურად ამათზე ახლობელი არავინ გვყვავს. ჩემი სიცოცხლე ამ ორმა ოჯახმა იხსნა და მინდა ქართველობამ ეს იცოდეს. ბოლოს მინა დავამატო ჩემი მთავარი და ყველაზე ლოიალური მეგობარი, ორგზის მეჯვარე კალოფორნიელი ბობ სპეარსი რომელიც დღეს ჩამოვიდა ჰიუსტონში ერთი კვირით ჩვენთან საყოფნელად მან მისი ხელგაშლილობით ,მდიდარი არ გეგონოთ,სიკეთით სავსეა მხოლოდ, მომცა საშვალება ამ ყველაზე შეჭირვებული მატერიალური მდგომარეობის გაძლების. რა ბედნიერებაა რომ კატასტროფაში შენ ასეთი ხალხი გახვევია თავს , რა მადლიერი ვარ, რა ნეტარი მალე, სულ მალე ფეხზე დავდგები ისევ აწი გაჭირვება უკან დაიწევს მჯერა. შემიძლია ნებისმიერი სირთულის ორგანიზაციისა და მთავრობისადმი დახმარება გარანტირებული შედეგის მისაღებად როგორც მრჩეველმა და მმართველი გუნდის მშენებელმა. უელსში გვეპატიჯებიან ჯანზე რომ მოვალ უარს არ ვეტყვი ნამდვილად. მაგრამ ყველაზე მეტად იცით რა მინდა? საქართველოში მალე დაბრუნება და ამდენი მხარდამჭერის გაცნობა, დამიძახეთ თქვენი ოჯახების გაცნობა და ჩახუტება მინდა სადაც ცხოვრობთ იქ-კახეთში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, ბათუმში, სადაც დამპატიჯებთ იქ მოვალ,ამაზე მეტად არაფერი არ მინდა. ისე,ადვილი სტუმრები ვართ მეც და ჩემი ცოლიც, თამუნა თავისი გიტარით მოვა."ღიმილი მინდა, სხვა არაფერი" – წერს მაისაშვილი.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი