რა ხდება ქობულეთის პლაჟზე - ,,ხელთათმანი და პარკები რა გახდა შენი ქვეყნისთვის?“ » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რა ხდება ქობულეთის პლაჟზე - ,,ხელთათმანი და პარკები რა გახდა შენი ქვეყნისთვის?“

რა ხდება ქობულეთის პლაჟზე - ,,ხელთათმანი და პარკები რა გახდა შენი ქვეყნისთვის?“„რა კომენტარი უნდა დაწერო ამის გამკეთებლებზე ან იმათზე ვინც ამას უყურებს და ისვენებს"?- წერს უცხოეთში მოღვაწე საოპერო მომღერალი მიშა ქირია და სოციალურ ქსელში ქობულეთში გადაღებულ ფოტოსთან ერთად შემდეგ პოსტს აქვეყნებს.

 

„ხელთათმანი, პარკები და 20 წუთი რა გახდა შენი ქვეყნისთვის, იქნებ თვალებიც კი ახელოდათ გამკეთებლებს...


არ მინდოდა დამეწერა მაგრამ გადავწყვიტე მაინც მოგიყვეთ, რამდენიმე დღის წინ იპოდრომს ვასუფთავებდით მე და ჩემი მეგობრები, ოპერის მომღერლები და არამხოლოდ მომღერლები, ეკლებში დიდი პარკი იყო გაჩხერილი, ვიფიქრე ბარემ ამ პარკში ჩავყრი ნაგავსთქო, გავხსენი და იდო ცარიელი ბოთლი, ძეხვეულის დასადები პლასმასის თეფში და ამ თეფშზე ადამიანის ფეკალიები, ცუდად გავხდი... 


ალბათ როზგი, დიდი ჯარიმები და დაძალებით მიღებული განათლება, ასევე სოციალური ქსელების კონტროლი თუ გვიშველის... როგორც ჩანს დემოკრატიისთვის ჯერ არ ვართ მზად“ – წერს ქირია. 

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი