რა გახდა ქუთაისში 15 წლის გოგონას გაუჩინარების მიზეზი? » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რა გახდა ქუთაისში 15 წლის გოგონას გაუჩინარების მიზეზი?

 რა გახდა ქუთაისში 15 წლის გოგონას გაუჩინარების მიზეზი? 

ქუთაისში 15 წლის გოგო გაუჩინარდა. არსებული ინფორმაციით, გოგონა საკუთარი

ავტომობილით გაიტაცეს. ერთ-ერთი ვერსიით, ის წარმოშობით ერაყელმა მამაკაცმა

გაიტაცა. გატაცების შესაძლო ვერსიად ტრეფიკინგი სახელდებოდა. გოგონა სკოლის

მოსწავლეა.

„ნიუპრესი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, როგორც საზოგადოებასთან

ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, პოლიციას ოჯახმა მართლაც მიმართა, თუმცა

არა გატაცების, არამედ გოგონას გაუჩინარების გამო.  ტატო კუჭავას თქმით, ოჯახმა

პოლიციას აცნობა, რომ გოგონა სახლიდან წავიდა, მაგრამ გატაცების ვერსია არ

დაუსახელებიათ. განცხადების შესვლისთანავე პოლიციამ ჩაატარა სათანადო

სამუშაოები, მეორე დღეს კი ოჯახი გოგონასთან ერთად გამოცხადდა პოლიციაში.

ვინაიდან არ გაუჟღერებიათ გატაცების ვერსია, მომხდარზე პოლიციას გამოძიება არ

დაუწყია.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი