გუდაურში „რედისონისა“ და „შერატონის“ ბრენდების სასტუმროები აშენდება » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გუდაურში „რედისონისა“ და „შერატონის“ ბრენდების სასტუმროები აშენდება



კომპანია „რედკო“ აღნიშნ
გუდაურში „რედისონისა“ და „შერატონის“ ბრენდების სასტუმროები აშენდება, - ამის შესახებ კომპანია „რედკოს“ პროექტების მენეჯერმა მალხაზ კუნელაურმა განაცხადა. 


მისივე თქმით, ახალ გუდაურში სამშენებლო კომპანია „რედკოს“ მიერ დაგეგმილი მშენებლობის პირველი ფაზა, რომელიც 10 ჰექტარის განვითარებას ითვალისწინებს, 2016 წლის ნოემბერში დაიწყება და 5 წელიწადში დასრულდება. 

როგორც კუნელაურმა აღნიშნა, ეს პროექტი შემუშავებულია კანადური კომპანია „ეკოსაინსის“ მიერ და მოიცავს ახალ გუდაურში 26 ნაგებობის მშენებლობას. 

პროექტით გათვალისწინებულია, როგორც საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების, ასევე სასტუმროს ტიპის კომპლექსების და კოტეჯების მშენებლობა. 

„ჯამში, ამ პროექტით გუდაურს 1500 ნომერი დაემატება“, - განაცხადა მან.

კომპანია „რედკო“ აღნიშნული პროექტის ფარგლებში 70 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. კომპანიამ 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი