22 წლის ბიჭმა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში თავი მოიკლა » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

22 წლის ბიჭმა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში თავი მოიკლა

22 წლის სერენ ერდოღანმა “ფეისბუქის” პირდაპირი ტრანსლაციის დროს თავი მოიკლა – ამის შესახებ The Mirror-ი წერს.


შოკისმომგვრელი ვიდეო სერენის “ფეისბუქ” აკაუნტზე დაიდო. ადგილობრივი მედიის თქმით, ახალგაზრდა თურქეთის ქალაქ ოსმანში ცხოვრობდა და პირდაპირი ტრანსლაციის დროს სახლში იმყოფებოდა.


თვითმკვლელმა სიკვდილის წინ ლექსი შეყვარებულს მიუძღვნა: “ჩვენი სიყვარული საგა გახდება, ჩვენი თვალები არ იტირებენ, თქვი, სიყვარულო, შენ მიდიხარ, ჩემი ხელები შენს გარეშე დაიწვებიან”- წაიკითხა სერენმა.


კამერასთან საუბარში მან ასევე თქვა, რომ არავის სჯეროდა იმისი, რომ ის თავს მოიკლავდა. “ახლა კი, ნახეთ ეს” – ამბობს ერდორანი.

 

სუიციდამდე მან დასთან და დეიდაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა – წერს The Mirror-ი.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი