Apple მსოფლიოს საუკეთესო ბრენდი კიდევ ერთხელ გახდა » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Apple მსოფლიოს საუკეთესო ბრენდი კიდევ ერთხელ გახდა

Apple მსოფლიოს საუკეთესო ბრენდი კიდევ ერთხელ გახდაამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Apple 2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო ბრენდების რეიტინგში კვლავ პირველ ადგილზეა. რეიტინგში Best Global Brands,  რომელსაც Interbrand ყოველწლიურად აქვეყნებს, Apple-ის ღირებულება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 5%-ით გაიზარდა და 179,1 მილიარდი დოლარი შედგინა. კომპანია ამ რეიტინგის სათავეში უკვე ზედიზედ მეოთხე წელია ხვდება. რაც შეეხება რეიტინგის სხვა პოზიციებს, მეორეზეა ასევე ამერიკული ბრენდი Google 11%-იანი ზრდითა და ჯამში, 133,3 მილიარდი დოლარით, ხოლო მესამეზე - ასევე ამერიკული, ოღონდ ამჯერად სასმელი წყლების კომპანია Coca-Cola აღმოჩნდა 73,1 მილიარდი დოლარის ღირებულებით, თუმცა მინუს 7%-იანი კლებით.
პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ Microsoft, Toyota, IBM, Samsung, Amazon, Mercedes-Benz და General Electric.
  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი