ამ დროის მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 49,93 %, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 26,7 % მიიღო » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ამ დროის მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 49,93 %, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 26,7 % მიიღო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 2 345 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 63,4 %-ს შეადგენს. 

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 49,93 %, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 26,7 % მიიღო.

ამ დროის მონაცემებით, 4,87 %-იანი მხარდაჭერა აქვს „პატრიოტთა ალიანსს“. ხმების 4,13 % მიიღო „თავისუფალმა დემოკრატებმა“, 3,04 % მიიღო „ლეიბორისტულმა პარტიამ“, 1,48 % კი „რესპუბლიკელებმა“.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი