რა მდგომარეობაში არიან ავარიიდან 3 თვის შემდეგ მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რა მდგომარეობაში არიან ავარიიდან 3 თვის შემდეგ მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე

რა მდგომარეობაში არიან ავარიიდან 3 თვის შემდეგ მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე21 ივლისს, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მორაგბის გიორგი ლომინაძის და მისი მეუღლის, ნუცა გუნცაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 

წყვილი ხანგრძლივი მკურნალობის კურსს თურქეთში გადიოდა, სადაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდათ. თუმცა, სრულ რეაბილიტაციამდე კიდევ ბევრი ეტაპის გავლა არის საჭირო. 

AMBEBI.GE გიორგი ლომინაძის ძმას, დადუ ლომინაძეს დაუკავშირდა და ნუცას და გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევას შეეცადა. 

"ნუცა და გიო ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ საქართველოში. მეც მათთან ერთად ვიმყოფებოდი თურქეთში. გიორგის ერთი ფეხი დამოკლებული აქვს, ექიმები ამბობენ, შესაძლოა მუხლში სახსარი იყოს ჩახურული, როცა ჭრილობები შეხორცდება, შესაძლოა გაიხსნას და გაიაროს. ჯერჯერობით ნაადრევია გიორგის გავლაზე საუბარი. ჭრილობები უნდა შეხორცდეს. შესაძლოა გიოს ერთი ფეხი დაუმოკლდეს. 

რაც შეეხება ნუცას, მისი მდგომარეობაც მძიმეა, მას ტრავმების გარდა ინსულტიც დაემართა, ზუსტად ამ ფორმულირებით არ წერია ნუცას დიაგნოზი, მაგრამ მას წაერთვა ნახევარი მხარე. ახლა ცოტა უკეთესად ამოძრავებს ხელ-ფეხს, მაგრამ რეაბილიტაციაზე არის დამოკიდებული ყველაფერი. შესაძლოა ნერვის გადანერგვა გახდეს საჭირო და ნუცას ევროპაში მოუწევს საოპერაციოდ გამგზავრება. ექიმების პასუხს ველოდებით. 

- რას იხსენებს გიორგი ავარიის დღეზე? 
- არ ვესაუბრები ამ ტრაგედიაზე. თურქეთში ვუთხარი ანანოს (მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე) და მეორე მანქანაში მყოფი ახალგაზრდების გარდაცვალების ამბავი. მძიმედ განიცადა, ინერვიულა და ამიტომ აღარ ვახსენებ რაც მოხდა. ხანდახან ანეგდოტებს ვუყვები უბრალოდ, ვცდილობ იშვიათად მაინც - არ ვიცი რა ახსოვს და რა არა.

- მათ მხარდასაჭერად ისევ გაგრძელდება საქველმოქმედო ღონისძიებები? 
- მე თურქეთში ვიყავი, შესაბამისად არ ვიყავი და არ ვარ ჩართული საქველმოქმედო ღონისძიებებში. ბევრმა ადამიანმა მიიტანა გულთან ჩვენი მდგომარეობა და გვერდით დაგვიდგა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით. მთავარია რომ გიო და ნუცა ცოცხლები გადარჩნენ. 

- რა თანხა არის საჭირო საბოლოო რეაბილიტაციისთვის? 
- ჯერჯერობით არ ვიცით, როგორ განვითარდება რეაბილიტაციის პროცესი და 

კიდევ რა იქნება საჭირო, ამიტომ არ ვიცით, რა თანხა დასჭირდება 

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი