2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად, მოაწყვეთ საოჯახო დღესასწაული, შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ, შორეულ ნათესავებს. წარმატება გელით უძრავი და სამემკვიდრეო საკითხების მოგვარებისას.

 

 

კურო
მეტი დრო დაუთმეთ ურთიერთობის გაუმჯობესებას გავლენიან პირებთან. წარმატება გელით მგზავრობისას, სწავლის დასაწყებად, თვალსაწიერის გასაფართოებლად.

 

 

ტყუპი
ნუ ეცდებით თქვენი სიმართლის დამტკიცებას ძალით, ჩხუბით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. წარსულში გაკეთებული სასიკეთო საქმიანობისთვის ჯილდოს დღეს მიიღებთ.

 

 

კირჩხიბი
დაუმეგობრდებით გავლენიან ადამიანებს. მომავალში მათი მხარდაჭერით მნიშვნელოვან საქმეებს მოაგვარებთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, სწავლისა და თვალსაწიერის გასაფართოებლად.

 

 

ლომი
გარშემო მყოფების მიმართ იყავით გულისხმიერი, მეგობრული. სხვა დღისთვის გადადეთ აქტიური ქმედება, დღეს მეტად დაისვენეთ ოჯახის წევრების გარემოცვაში.

 

 

ქალწული
დიდი ხნის უსიამოვნებებს ჰარმონიულად მოაგვარებთ. შეხვდით მეგობრებს, იმხიარულეთ. ზოგიერთს სასიამოვნო სიახლე ელის ოჯახში, გაგიუმჯობესდებათ ცოლქმრული ურთიერთობა.

 

 

სასწორი
სასიამოვნო სიურპრიზებით დატვირთული დღე გელით. მთავარია, შინ არ დარჩეთ, არ განმარტოვდეთ. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა დაუვიწყარი იქნება.

 

 

მორიელი
საქმეების მოსაგვარებლად გამოიყენეთ ძველი და ახალი კავშირები. გამოგიჩნდებათ გავლენიანი მფარველი. წარმატება გელით ახალ საქმიანობაში. ყურადღება გმართებთ ნათესავების მიმართ.

 

 

მშვილდოსანი
მეტად გამოავლინეთ მზრუნველობა, გულუხვობა, ზრუნვა გარშემო მყოფების, ოჯახის წევრების მიმართ. დაპირისპირებები დიპლომატიურად მოაგვარეთ.

 

 

თხის რქა
სხვა დღისთვის გადადეთ მნიშველოვანი საქმეები, ხელშეკრულებების გაფორმება. დღეს უნდა დაისვენოთ. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად.

 

 

მერწყული
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ზოგიერთს მივლინება, საინტერესო ადამიანების გაცნობა ელის. იყავით მზრუნველი მშობლების მიმართ.

 

 

თევზები
განახლდება ძველი კავშირები, უსიამოვნებები თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება. რჩევისა და დახმარებისთვის მიმართეთ მშობლებს.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი