თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდებაკომპანია "თელასის" ცნობით გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო 1 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

გლდანის და ნაძალადევის რაიონები

გეგმიური სამუშაოების გამო 01 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელ გლდანის, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, მუხიანის აგარაკების, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მუხიანის I, II, III, IVა, IVბ მიკრორაიონების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II, III, V კვარტლების,ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, V კვარტლების, ავშნის, გობრონიძის, შენგელიას, რომელაშვილის, რეხის და ნუშის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 01 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რიჩარდ ჰოლბრუკის, ნავთლუღის, ჭრელაშვილის, წერნაკის, ჰოსპიტლის და იუნკერთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი