„24 წლის ვხდები და არასდროს დაბადების დღე არ გადამიხდია...“-ნუკა კვალიაშვილის ემოციური პოსტი » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„24 წლის ვხდები და არასდროს დაბადების დღე არ გადამიხდია...“-ნუკა კვალიაშვილის ემოციური პოსტი

 „24 წლის ვხდები და არასდროს დაბადების დღე არ გადამიხდია...“-ნუკა კვალიაშვილის ემოციური პოსტიმომღერალი ნუკა კვალიაშვილი ყოველთვის გამორჩეული და განსხვავებულია საკუთარი ვიზუალითა და ჩაცმის სტილით, შოუ-ბიზნესის უმრავლესობისგან. ამჯერად ნუკამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომლის საშუალებითაც მის შესახებ ბევრ უცნობ დეტალს ამოიკითხავთ და კიდევ უფრო განსხვავებულად აღიქვამთ მას. „24 წლის ვხდები და ამ 23 წლის განმავლობაში არასდროს დაბადების დღე არ გადამიხდია, არასდროს არ ყოფილა მატერიალური რაღაცები ჩემთვის ძვირფასი. არ მაქვს არანაირი ძვირფასეულობა გარდა ქორწინების ბეჭდისა, არასოდეს ვაქცევ ყურადღებას რა ბრენდი აცვიათ ან მაცვია, არასოდეს არ მითხოვია ჩემი მეუღლესთვის რაიმე ძვირფასის შეძენა, თუ რამე მაქვს ან მქონია ყველაფერი ჩემით, ყოველთვის მიყვარდა და მიყვარს ადამიანების დახმარება, არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკურად თუ მორალურად, არასოდეს არ მქონია პრობლემა მეგობრებთან, ყოველთვის ვარ კომუნიკაბელური, მეგობრული. არასოდეს ვყოფილვარ ამპარტავანი, წარმოდგენებით სავსე, ყოველთვის ვიყავი ძალიან ზარმაცი :დ ჩემი თავისთვის კარტოფილიც კი არ შემიწვია 24 წლის ვხდები ;დდდ შიზოიდურად მიყვარს სისუფთავე, ხანდახან ვფიქრობ ზედმეტიც მომდის. არ მიყვარს ზედმეტი ყურადღება, არ ჩავდივარ მაღაზიაში ქუსლიანი ფეხსაცმელებით, საერთოდ არ დავდიარ ქუსლიანი ფეხსაცმელებით. ვაბშე საიდან სად წავედი, მინდოდა მეთქვა რომ დაბ დღეს არ გადავიხდი და ვსო!!!“-წერს ნუკა კვალიაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი