28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
წარმატების მისაღწევად შრომა მოგიწევთ. მეტად გამოიჩინეთ ინიციატივა და გწამდეთ გამარჯვების. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

კურო
გამარჯვება თქვენს განწყობაზე დამოკიდებული. ეცადეთ, დილიდან შეიქმნათ პოზიტივი. იდეები გამოცდილ ადამიანებთან შეათანხმეთ. საყვარელ ადამიანს დაუვიწყარი პაემანი მოუწყვეთ. 

ტყუპი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. უფროსი და გარშემო მყოფები დააფასებენ თქვენს ნიჭს. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. 

კირჩხიბი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. ზოგიერთს კარიერული წინსვლა ელის. საღამო ახლობლებთან ერთად გაატარეთ, ვისაც გულით გაუხარდება თქვენი წარმატება. 

ლომი
გეგმების განხორციელებაში ვერაფერი შეგიშლით ხელს. გარშემო მყოფების მიმართ ნუ იქნებით კრიტიკული. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

ქალწული
წარმატება ელით აქტიურ და ენერგიულ ნიშნებს. გავლენიანი მეგობრები საქმეების მოგვარებაში დახმარებიან. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მოსიყვარულე უნდა იყოთ. 

სასწორი
თუ დღის პირველი ნახევარი მოსაწყენი მოგეჩვენებათ, დღის მეორე ნახევარი ახალი რომანის დაწყებასა და სასიყვარულო თავგადასავალს გპირდებათ. კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლად. 

მორიელი
გარშემო მყოფებისთვის გასაგებ ენაზე ისაუბრეთ. მეტი მოთმინება და მზრუნველობა გმართებთ ნათესავების მიმართ. საღამო შინაურულ გარემოში გაატარეთ. 

მშვილდოსანი
ვარსკვლავები ყველა საქმის მოგვარებაში დაგეხმარებიან, თუ თავად არ იზარმაცებთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. დაეხმარეთ მას პრობლემების მოგვარებაში. 

თხის რქა 
ყველა საშუალება უნდა გამოიყენოთ სასურველის მისაღწევად. დღის პირველ ნახევარში დაასრულეთ საქმეები, რადგან საღამო მეგობრებთან ერთად გართობას დაუთმოთ. 

მერწყული
საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებების დასანიშნად. სამსახურში გვიანობამდე ნუ დარჩებით, საღამოს საინტერესო შეხვედრა გელით. 

თევზები
მგზავრობის, მოგზაურობის დაწყების დღეა. ზოგიერთს მივლინება ელის. საღამოს კარგია ფლირტი და რომანტიკული თავგადასავალი. იყავით მეტად მოსიყვარული პარტნიორის მიმართ.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი