რექტორს სიტყვის თქმის საშუალება არ მიეცა – თსუ–ში ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რექტორს სიტყვის თქმის საშუალება არ მიეცა – თსუ–ში ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს

 

რექტორს სიტყვის თქმის საშუალება არ მიეცა – თსუ–ში ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობსამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტთა აქცია მიმდინარეობს, რომელიც “აუდიტორია 115″–ის წევრებმა 23 სექტემბერს დააანონსეს.

14466227_1100689363319887_883798758_oსტუდენტები უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე გიორგი შარვაშიძის არჩევას აპროტესტებენ და მის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ. როგორც ცნობილია, დღეს თსუ–ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო და საზეიმო ღონისძიებაზე რექტორს პირველკურსელებისთვის სიტყვით მიმართვის საშუალება არ მიეცა, რადგან პროტესტანტებმა ტრიბუნა დაიკავეს და რექტორის ნაცვლად მათი სიტყვით გამოსვლები დაიწყო.

 

მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა გიორგი შარვაშიძემაც და მან სტუდენტებს დიალოგისკენ მოუწოდა.

„ჩემი გადადგომის შესახებ მოთხოვნას არ ვეთანხმები, თუმცა, ვეთანხმები მათ მრავალ შენიშვნას. მე მათთან დიალგი უკვე მქონდა, და გავაგრძელებ, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.
ძალიან მაღალი პოლიტიკური გრადუსია შემოტანილი. უნივერსიტეტს პოლიტიზება არ სჭირდება. არ ვაპირებთ, რომ თსუ გახდეს პოლიტიკოსების სათამაშო ადგილი,“ – განაცხადა გია შარვაშიძემ ჟურნალისტებთან.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი