"უმაგრესი ამბავი!!!!" ქუთაისიდან იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში დაბალბიუჯეტიანი ფრენების განხორციელება დაიწყო » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"უმაგრესი ამბავი!!!!" ქუთაისიდან იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში დაბალბიუჯეტიანი ფრენების განხორციელება დაიწყო

"უმაგრესი ამბავი!!!!" ქუთაისიდან იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში დაბალბიუჯეტიანი ფრენების განხორციელება დაიწყოქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაბალ ფასად მგზავრობა მოქალაქეებს დღეიდან შეუძლიათ. 
კერძოდ, ფრენების ფასი გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, ბულგარეთისა და კვიპროსის მიმართულებით 9.99 ევრო-დან დაიწყება. 
დაბალბიუჯეტიანი რეისები დღეს უკვე განხორციელდა ბერლინისა და მიუნხენის მიმართულებით. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ აეროპორტების გაერთიანებაში უთხრეს, 23 სექტემბერს ბერლინის რეისზე ქუთაისიდან 161 ადამიანი გაფრინდა, ხოლო 133 ჩამოფრინდა. მიუნხენის რეისზე კი - გაფრინდა 139 და ჩამოფრინდა 141 ადამიანი. 
დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ქუთაისის აეროპორტიდან შემდეგი ახალი მიმართულებებით შეასრულებს: ბერლინი, დორტმუნდი, მიუნხენი, ლარნაკა, მილანი, სოფია და სალონიკი.
აქედან, ბერლინსა და მიუნხენში, მემინგენის აეროპორტში ფრენები დღეიდან დაიწყო, სალონიკში, ლარნაკასა და სოფიაში - 24 სექტემბრიდან, ხოლო მილანსა და დორტმუნდში 25 სექტემბრიდან განხორციელდება. 
რაც შეეხება, მგზავრობის საფასურს - ბილეთის ფასი ბერლინის მიმართულებით - 24.99 ევროდან; დორტმუნდში - 14.99 ევროდან; ლარნაკაში - 9.99 ევროდან; მილანში - 14.99 ევროდან; მიუნხენში - 19.99 ევროდან; სოფიაში - 9.99 ევროდან; ხოლო სალონიკის მიმართულებით - 14.99 ევროდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ამ ფასად „ვიზეარი“ უკვე ახორციელებდა ფრენებს ევროპის ოთხი მიმართულებით - კატოვიცე (პოლონეთი), ვილნიუსი (ლიტვა), ბუდაპეშტი (უნგრეთი) და ვარშავა (პოლონეთი). 
აღნიშნული მიმართულებით შესრულებული რეისებით 2014 წელს ვილნიუსში - 22 198 ადამიანმა, კატოვიცეში - 21 047, ბუდაპეშტში - 6 948 , ხოლო ვარშავაში - 32 840 ადამიანმა იმგზავრა. 
2015 წელს კი ვილნიუსში - 27 671 ადამიანი, კატოვიცეში - 16 842, ბუდაპეშტში - 31 024 , ხოლო ვარშავაში - 24 927ადამიანი გაფრინდა.
რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადს, ასე გამოყურება: 
2011 წელი - 4 527 მგზავრი; 2012 - 12 974; 2013 - 187 939; 2014 -218 003 მგზავრი; 2015 - 182 954; ხოლო 2016 წელს მხოლოდ იანვარ-ივნისის მონაცემებით 94 644 ადამიანმა იმგზავრა. 

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი