"ეს გოგო აღარ გვყავს...ადამიანის უფლებების დაცვაში გორელი ჩემპიონი დავკარგეთ" » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"ეს გოგო აღარ გვყავს...ადამიანის უფლებების დაცვაში გორელი ჩემპიონი დავკარგეთ"

"ეს გოგო აღარ გვყავს...ადამიანის უფლებების დაცვაში გორელი ჩემპიონი დავკარგეთ"„ქალთა მოძრაობის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია, გუშინ გორის ავტობანზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რომელმაც ახალგაზრდა ქალის და მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. შორენა ყაყიტაშვილი არასამთავრობო სექტორში საქმიანობდა და აქტიურად იყო ჩართული ადამიანის უფლებების დაცვაში:

„ეს გოგო იყო ვარსკვლავი. თქვენ არ იცით, რა საოცარი გოგო იყო შორენა. "გორში შორენა გვყავს" - ლელაკო იტყოდა ხოლმე. მე არ ვიცნობდი, თითქმის ყველა რომ იცნობდა, შორენას. ერთხელ დამჭირდა ინფორმაცია კონფლიქტისპირა სოფლებზე. დაურეკეო შორენას. დავურეკე. ერთ დღეში ყველაფერი გაარკვია, ყველას იცნობდა იქ. Sophie Tkemaladze გახსოვს? და ეს გოგო, რომლის ფოტოც დღეს პირველად ვნახე - აღარ გვყავს. ავარიამ იმსხვერპლა...

მე არ ვიცი, რა უნდა ვქნათ, რომ ავარიებით არ ვიხოცებოდეთ... მაგრამ მთლიანად გადასახედია საგზაო უსაფრთხოების სისტემა.

მანამდე კი... ან ტირილს რა აზრი აქვს... ადამიანის უფლებების დაცვაში მედლები არ რიგდება, თორემ ჩათვალეთ, რომ გორელი ჩემპიონი დავკარგეთ“- წერს ბაია პატარაია "ფეისბუკზე".

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი