"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს თავს დაესხნენ » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს თავს დაესხნენ

"ნაციონალური მოძრაობის"  მხარდამჭერს თავს დაესხნენრუსთავში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ავრცელებს.

მამუკა ჩიქოვანის თქმით, არსენა კასაშვილი სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დახვდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ვიცით, რომ კორცხელის ინციდენტისას ამ ზონდერ ჯგუფებს თავად ვიცე-პრემიერი ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, გასაკვირიც არ არის, რომ მათი ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი ბეგაძე თავის ოჯახის წევრებს ახალისებდეს და უქსევდეს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს. მსგავსი ძალადობით ისინი ვერაფერს მიაღწევენ, მიიღებენ ადეკვატურ პასუხს, ისეთ პასუხს, როგორიც მათ გასცა ამომრჩეველმა კორცხელში,“ - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

დაზარალებულმა გვიან ღამით რუსთავის პოლიციაში ჩვენება მისცა. არსენ კასაშვილი მომხდარის დეტალებს ჰყვება და ამბობს, რომ მას თავდამსხმელები ქუჩაში დახვდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი რუსთავში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ბეგაძის ახლო ნათესავია.

„მითხრეს დაანებე "ნაციონალურ მოძრაობას" თავი, თორემ ხვალ უარესად მოგხვდებაო“, -განაცხადა არსენ კასაშვილმა.

თავად ბრალდებების ადრესატს კომენტარი არ გაუკეთებია. გიორგი ბეგაძე საკუთარ პოზიციას სავარაუდოდ, დღეს დააფიქსირებს. მომხდარზე გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი