ავტობანზე მომხდარი ავტოავარიის დეტალები, რომელსაც ბავშვის და ორი ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ავტობანზე მომხდარი ავტოავარიის დეტალები, რომელსაც ბავშვის და ორი ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა

დღეს ავტობანზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გაჩერებულ "მერსედესს" სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა, ცეცხლი გაუჩნდა და მანქანაში მყოფი 30 წლის ქალბატონი და 10 წლის ვაჟი დამწვრობის შედეგად დაიღუპნენ.

მესამე მგზავრი, შუახნის ქალბატონი კი, სასწრაფო დახმარების მანქანით, საავადმყოფოში უშედეგოდ გადაიყვანეს. როგორც სასწრაფოს ექიმები ამბობენ, სუნთქვა საკმაოდ გაძნელებული ჰქონდა და გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ავტობანზე მომხდარი ავტოავარიის დეტალები, რომელსაც ბავშვის და ორი ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლასამივე დაღუპული, ორი ქალბატონი და მცირეწლოვანი ვაჟი, ერთმანეთის ნათესავები იყვნენ.

მძღოლი, რომელიც მანქანიდან იყო გადასული, გადარჩა, რადგან მას დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი უნდა გაეჩერებინა. ერთ-ერთი დაღუპული, 30 წლის ქალბატონი სწორედ მისი და იყო.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სოფელ რეხაში აცხადებენ, რომ და-ძმა სტუმარ ქალბატონს აცილებდა. მანქანაში კიდევ ერთი ნათესავი 10 წლის ვაჟი ახლდათ. ისინი სოფლიდან 2 კმ მანძილზე ავტობანზე ავიდნენ და გზის ნაპირზე გაჩერდნენ. ვიდრე ძმა მიკროავტობუსს გააჩერებდა, მისი და და ნათესავები მანქანაში დარჩნენ. ცოტა ხანში, დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ტრაილერი მანქანას დაეჯახა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ავტობანის აღნიშნული მონაკვეთი, რომელიც ცხინვალისკენ უხვევს, ყოველთვის ხალხმრავალია. აქ გორისა და თუ მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები დასავლეთის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო ტრანსპორტს ელოდებიან ან კიდევ თბილისიდან მგზავრობისას ჩადიან.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი