ქუთაისში ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობა გაძარცვეს » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქუთაისში ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობა გაძარცვეს

ქუთაისში ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობა გაძარცვესქუთაისში ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობა გაძარცვეს. როგორც ბოტანიკურ ბაღში აცხადებენ, ძარცვა ღამის საათებში მოხდა და წაღებულია ოთხი პერსონალური კომპიუტერი. 
,,ძარცვა, სავარაუდოდ, ღამის საათებში მოხდა, რადგან კვირა დილით სამსახურში მისულს შენობა გაძარცვული დაგვხვდა. დაწესებულებას დარაჯი ჰყავს, მაგრამ მძარცველებმა შეუმჩნევლად იმოქმედეს“, - განაცხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თემურ ჩეჩელაშვილმა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი