ზესტაფონის ქუჩაზე მაშველები არიან მობილიზებულნი » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ზესტაფონის ქუჩაზე მაშველები არიან მობილიზებულნი

ზესტაფონის ქუჩაზე მაშველები არიან მობილიზებულნითბილისში, ზესტაფონის ქუჩის #19ა-ში სამაშველო სმსახურის თანამშრომლები არიან მობლიზებულნი.

გავრცლებული ინფორმაციით, კორპუსში ლიფტი ჩავარდა და კედლებზე ბზარებია გაჩენილი. მოსახლეობას სახლებში შესვლის ეშინია.

“პრაიმტაიმს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ გამოძახება კედლის ჩამონგრევის საშიშროების გამო მოხდა, თუმცა კედლის ჩამონგრევის საშიშროება არ არსებობს. მაშველები ადგილზე რჩებიან და ცდილობენ მაცხოვრებელბი დაარწმუნონ, რომ კორპუსი ავარიული არ არის.

ცნობისთვის ეს სწორედ ის კორპუსია, სადაც მამა ნიკოლოზ მაქარაშვილი ცხოვრობდა. მისი კორპუსიდან გაყვანა მოსახლეობამ მოითხოვა. სასულიერო პირთან მოსახლეობის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, რადგან მათი თქმით, ნიკოლოზ მაქარაშვილმა სადარბაზო ეკლესიად გადააქცია, ლიფტის კარი კი აჭედა.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი