სკანდალი: „ინტერრაო“ საქართველოს ტარიფებზე ედავება და სასამართლოთი ემუქრება » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სკანდალი: „ინტერრაო“ საქართველოს ტარიფებზე ედავება და სასამართლოთი ემუქრება

რუსეთის სახელმწიფო ჰოლდინგი „ინტერრაო“ საქართველოს ხელისუფლებას მის ელექტროსადგურებისა და კომპანია „თელასისთვის“ ტარიფების გაზრდაზე უარის თქმის გამო ედავება და საერთაშორისო სასამართლოთი ემუქრება, – ამის შესახებ reuters-ი წერს. მისივე ცნობით, ქართველი ჩინოვნიკები იმედოვნებენ, რომ დავას სასამართლომდე გადაწყვეტენ.
„ინტერრაომ“,რომლის 100%-იანი მფლობელი მისი შვილობილი ნიდერნალდური კომპანიაა, 2011 წელს საქართველოში ორი ჰესი – „ხრამ-1“ და „ხრამ-2“ იყიდა, საერთო სიმძლავრით 227 მეგავატი. ჰოლდგს ასევე, ეკუთვნის „თელასის“ 75,11%. ნიდერლანდურმა Gardabani-მა, რომელიც Silk Road-საც ფლობს, 14 აპრილს ქართულ მხარეს საინვესტიციო დავის შესახებ უწყება გაუგზანა, რომელიც საქართველოსთან მთელი რიგი შეთანხმებების დარღვევას უკავშირდება. კერძოდ, ორივე კომპანიის მონაცემებით, საქართველოს მთავრობამ „თელასს“ და ჰესს, თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც 2013 წელს დაიდო, ტარიფების გაზრდაზე გარანტია მისცა. „ადგილობრივი კანონების შეცვლის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებდა, რომ კომპენსაციას გადაიხდიდა, – ნათქვამია წერილებში. 2014 წელს, საქართველოს მთავრობამ ტარიფების დათვლის მეთოდი შეცვალა, რომელიც არ ითვალისწინებს მანამდე მიცემულ გარანტიებს, – ირწმუნება ორივე ინვესტორი.
წერილის თანახმად, 2016 წელს, ქსელურმა კომპანიამ და ჰესმა საქართველოს მთავრობას მიმართეს ტარიფების გაზრდაზე, რაზეც უარი მიიღეს. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ უარი კომპანსაციის გადახდაზეც თქვა. „ინტერრაოს“ შვილებილი კომპანიების აზრით, ამ ზომებს „ინვესტიციაზე ცუდი გავლენა აქვს“. ორივე კომპანია საქართველოს მთავრობას პრობლემის მოგვარებას მოლაპარაკების გზით სთავაზობს, მაგრამ ამასთან, იმაზეც საუბრობს, რომ შესაძლებელია, საერთაშორისო სასამართლოს მიმართოს.
„ინტერრაოს“ წარმომადგენელმა აღნიშნული წერილების არსებობა დაადასტურა და აღნიშნა, რომ კომპანია აქტივების გაყიდვას არ აპირებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ „ხელშეკრულების პირობები შესრულებული იქნეს“. კომპანიის წარმომადგენელმა არ დაასახელა კომპენსაციის თანხა, მაგრამ აღნიშნა, რომ „ისრამდენიმე ათობით მილიონ დოლარს შეადგენს“.
„ჩვენ საქართველოსთან მუდმივ დიალოგში ვართ, თუმცა ჩვენი არგუმენტები არ იქნა მიღებული და ტარიფის დადგენაში არ გათვალისწინებულა ლარის გაუფასურება,“ – ნათქვამია კომენტარში.
ენერგეტიკის სამინისტროში დაადასტურეს, რომ „ინტერრაოსგან“ წერილი მიიღეს მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით და იმედოვნებენ, რომ დავას სასამართლომდე გადაწყვეტენ.
მომზადებულია reuters-ის მიხედვით

წყარო: timer.ge

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი