"მარიხუანას მოწევა ცოდვაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო უნდა დავიჭიროთ" » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"მარიხუანას მოწევა ცოდვაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო უნდა დავიჭიროთ"

რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის თემაზე გამართულ დისკუსიაში მართლმადიდებელი მღვდელი თეოდორე გიგნაძეც ჩაერთო.

 

მისი თქმით, ის მარიხუანას მოწევის გამო ციხეში ვერავის გაუშვებს, მაგრამ ვერც მოხმარებაზე აუნთებს მწვანე შუქს:

 

"ქრისტიანული თვალსაზრისით დიდი ცოდვაა აბორტი, მაგრამ ამას სახელმწიფო არ სჯის. ადამიანი თუ დათვრება, საჭესთან დაჯდომას თუ არ ჩავთვლით, მთვრალი ადამიანი დამნაშავე არ არის, თუ ის არაფერს არ დააშავებს, ქრისტიანული თვალსაზრისით კი თრობა ძალიან მძიმე ცოდვაა და მძიმე ცოდვების რანგში გადის, როცა ადამიანი თვრება. ნარკოტიკის მოხმარება, მათ შორის მსუბუქი ნარკოტიკის, მარიხუანას მოწევა არის ცოდვა, შესაბამისად მე ყველას ვეუბნები ნუ ეწევით, ნუ თვრებით, ნუ იკეთებთ აბორტს, ნუ ეწევით თამბაქოს, მაგრამ ის, რომ, მარიხუანა დანაშაულის რანგში უნდა გადავიყვანოთ და ამის გამო დავიჭიროთ, მე ამას ვერ გეტყვით".

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი