ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატმა ბახმაროში დამსვენებლები სცემა - დაშავებულია 12 წლის გოგონა » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატმა ბახმაროში დამსვენებლები სცემა - დაშავებულია 12 წლის გოგონა

ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატმა ბახმაროში დამსვენებლები სცემა - დაშავებულია 12 წლის გოგონაგუშინ საღამოს ბახმაროში დამსვენებლები სცემეს.

 

,,გურიის მოამბის“ ინფორმაციით, შემთხვევა ე.წ ვიშკების დასახლებაში მოხდა, სადაც სახელისუფლებო პარტიიდან, ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატი, ნაბეღლავის თემიდან, ბაკურ შარაშიძე ნასვამ მდგომარეობაში დამსვენებლებს დანით მიუვარდა. ნაცემი და დაშავებულია ხუთამდე დამსვენებელი, მათ შორის 12 წლის გოგონა.

დაპირიპირება წყლის მიწოდების გამო დაიწყო, შარაშიძე ადგილზე რამდენიმე თანხმლებ პირთან ერთად მივიდა და აღნიშნულ უბანში წყლის გამორთვა მოითხოვა, რადგან სასმელი წყალი მის უბანს მიწოდებოდა: გვემუქრებოდა გაგასახლებთ აქედან ყველასო. გინება დაგვიწყო. მერე ცემაზე გადმოვიდნენ. 12 წლის გოგოა ნაცემი, რომელიც ძალიან ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნაცემია გოგონას ბაბუაც. რომელსაც თავის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული. ის პოლიციამ ექსპერტიზაზე გადაიყვანა. დაშავებულია ასევე ორი ქალბატონი მერი ანთაძე და თამარ ჭელიძე"-განაცხადა ერთ-ერთმა დამსვენებელმა.

 

როგორც დამსვენებლები ამბობენ მსგავსი შემთხვევა გასულ წელსაც მოხდა, როცა ბაკურ შარაშიძე ნასვამ მდგომარეობაში ფიზიკურად გაუსწორდა რამდენიმე დამსვენებელს.

 

შს სამინისტროს პრესცენტის ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი