შემზარავი ფაქტი მუხიანის დასახლებაში - მამა ვაჟიშვილზე სექსუალურად ძალადობდა » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შემზარავი ფაქტი მუხიანის დასახლებაში - მამა ვაჟიშვილზე სექსუალურად ძალადობდა

შემზარავი ფაქტი თბილისში - გავრცელებული ინფორმაციით, მამა სავარაუდოდ მცირეწლოვან ბიჭზე სექსუალურად ძალადობდა. ინფორმაციას, ტელეკომპანია “იბერია” ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ფაქტის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს სკოლის დირექტორმა აცნობა, სწორედ მან მიიყვანა მუხიანის პოლიციაში მცირეწლოვანი ბავშვი და ბებია.

 

სკოლის დირექტორი სატელევიზიო კომენტარზე უარს აცხადებს, სატელეფონო საუბრისას კი ამბობს, რომ მომხდარის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, ბავშვთან ამ დროისთვის ფსიქოლოგები მუშაობენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. უწყებაში მცირეწლოვან ბავშვზე სექსუალური ძალადობის ფაქტს არ ადასტურებენ.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი