თურქეთში მომხდარი ავარიის დროს საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თურქეთში მომხდარი ავარიის დროს საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

თურქეთში მომხდარი ავარიის დროს საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალათურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

 

ავარია გუშინ საღამოს მოხდა, რომლის მიზეზად სამგზავრო ავტობუსის დაზიანება სახელდება. არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ცენტრალური მაგისტრალიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

 

შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსვერპლა. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ორი - თურქეთის. გარდაცვლილთა ვინაობა დგინდება. 

 

ავარიის შედეგად დაშავებული 20 მგზავრის კლინიკაში ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ამ დროისთვის, საავადმყოფოში 19 დაშავებული რჩება. 

 

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. 

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი