სახალხო დამცველი წამებისა და ღირსების შემლახავი კადრების გავრცელებას განცხადებით ეხმაურება » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სახალხო დამცველი წამებისა და ღირსების შემლახავი კადრების გავრცელებას განცხადებით ეხმაურება

სახალხო დამცველი წამებისა და ღირსების შემლახავი კადრების გავრცელებას განცხადებით ეხმაურებასახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ინტერნეტსივრცეში წამებისა და ღირსების შემლახავი კადრების გავრცელებას განცხადებით ეხმაურება. 

 

როგორც ნანუაშვილი აღნიშნავს, ვიდეოჩანაწერების ხილვა მასში აღბეჭდილი ადამიანების ღირსების შელახვას და მორალურ ტკივილს იწვევს.

 

„15 აგვისტოს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა წამებისა და ღირსების შემლახავი კადრები, სადაც კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. ვიდეო ჩანაწერების ხილვა მასში აღბეჭდილი ადამიანების ღირსების შელახვას და მორალურ ტკივილს იწვევს. ღირსება ადამიანის აბსოლუტურად დაცული სამართლებრივი სიკეთეა, რომლის დაცვაზეც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას. 

 

ამ კადრების საჯარო ხელმისაწვდომობა უწყვეტ რეჟიმში იწვევს კონკრეტული ადამიანების სამართლებრივ და მორალურ შევიწროვებას. მიუხედავად უმაღლესი ინტენსივობის სამართლებრივი ზიანისა, რომელსაც კონკრეტული ადამიანები განიცდიან, ამ დრომდე არაერთ ინტერნეტ სივრცეში, კვლავ ხელმისაწვდომია აღნიშნული ვიდეო ჩანაწერები“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

 

სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ კომპეტენტურმა სახელმწიფო უწყებებმა არა მხოლოდ დაიწყონ გამოძიება ვიდეო მასალის გავრცელებისა და შენახვის ფაქტზე, არამედ დაუყოვნებლივ გაატარონ კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიებები, რათა ინტერნეტ და სხვა საჯარო სივრცეში აღნიშნული კადრების ხელმისაწვდომობა და ხილვადობა აღიკვეთოს.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი