ფრთხილად – თაღლითობა კლინიკა "რე-ნესანს"–ში და დაზარალებული მომხმარებელი » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ფრთხილად – თაღლითობა კლინიკა "რე-ნესანს"–ში და დაზარალებული მომხმარებელი

ფრთხილად – თაღლითობა კლინიკა "რე-ნესანს"–ში და დაზარალებული მომხმარებელიკლინიკაში სამკურნალო ვიზიტი, შესაძლოა სასამართლო დავით გაგრძელდეს.

პაციენტმა ლალი გელაშვილმა ვრცელი წერილით მოგვმართა, რომელსაც მკითხვებს უცვლელად ვთავაზობთ

„2015წლის 21აგვისტოს ვეწვიე კლინიკა „რე ნესანსს“, რომელიც მდებარეობს თბილისში, ო. ჩხეიძის N10-ში.

ამ კლინიკაში აღმოვჩნდი სატელეფონო ზარით დაპატიჟების საფუძველზე, მოგეხსენებათ მიწვეულ სტუმრებს აქაური თანამშრომლები სთხოვენ მათი მეგობრების ტელეფონის ნომრებს, სწორედ ამ „მსხვერპლ მეგობართა“ სიაში აღმოვჩნდი მეც. მიუხედავად ჩემი გამოცდილებისა (კლინიკა ლა შელლ, მდებარე კოსტავას ქუჩაზე), მეც აღმოვჩნდი კლინიკა „რე ნესანსის“ თაღლითური სქემის მსხვერპლი.

ჩემი პირველადი სტუმრობის დროს მათ ჩამიტარეს ე.წ. თმის და თავის კანის დიაგნოსტიკა, რომლის დროსაც ძალიან შემაშინეს და მითხრეს რომ ასე თუ გაგრძელდებოდა მე გავმელოტდებოდი. მე თავიდანვე ავუხსენი მათ რომ თმა იყო ჩემთვის მტკივნეული თემა და მთელი ჩემი შეგნებული ცხვორება ვუვლი  თმებს ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. (მე მაქვს ძალიან თხელი და სუსტი თმა!!!). მათი სქემის მიხედვით თავიდან პროცედურას ატარებს ე.წ. „ასისტენტი“, ხოლო როცა პროდუქციის გასაღებაზე მიდგება საქმე, აქ უკვე ჩართავენ ხოლმე ე.წ. „მენეჯერებს“, ეს უკანასკნელი რა თქმა უნდა ყველანაირად შეეცადა თავბრუ დაეხვია ,მაქსიმალურად აღმატებულ ხარისხში აღწერა ამ პროდუქციის შესაძლებლობები და დამპირდა რომ უახლოეს 3-6 თვეში ჩემი თმა გახდებოდა გაცილებით უკეთესი. არსებული მიძინებული ფოლიკულები გამოფხიზლდებოდა და თმის სიხშირეც მოიმატებდა. როცა გაიგეს ჩემი სამუშაო ადგილი მენეჯერმა აღნიშნა რომ ჩემს სამშობიაროში იმშობიარა, რომ აღფრთოვანებულია ჩვენი კოლექტივით, ახსენა ჩვენი მეან-გინეკოლოგი და რომ მომავალშიც იქ აპირებდა ბავშვის გაჩენას. სამწუხაროდ ამ ქალის სახელი არ მახსოვს. მაგრამ ამის გარდა ყველა ვინც კი იქ შემოვიდა დაკავებული იყო „დაბოლებით“ იმისთვის რომ გაესაღებინათ ეს ნაგავი.

სულ თავიდანვე პროცედურის ჩატარებისას და დიაგნოსტიკის დროსაც (ეჭვი მაქვს რომ აგვისტოს თვეში მათ არ ჰყავდათ ექიმი და დიაგნოსტიკა ჩაატარა რიგითმა თანამშრომელმა!)მე ვკითხე მათ სადაური პროდუქცია იყო ეს და მათ მიპასუხეს რომ ისინი მუშაობენ ფრანგული პროდუქციით, თავიდანვე რომ მცოდნოდა რომ ეს არის ებრაული კომპანია, დარწმუნებული ვარ ვერაფრით ვერ დამიყოლიებდნენ. აქვე ვკითხე იმ კლინიკაზე (ლა შელლ), ხომ არ ჰქონდათ რაიმე კავშირი მათთან, რაზეც მივიღე უარყოფითი პასუხი. (არა და ირკვევა რომ ისინი ერთნი არიან.)

საბოლოო ჯამში მომატყუეს, დამითანხმეს ამ პროდუქციის შეძენაზე, რისთვისაც ბანკმა დამიმტკიცა 2700ლარი, ხოლო კლინიკამ შიდა განვადებით დამიმტკიცა 298 ლარი, სულ ჯანმში გამოვიდა 2998 ლარი.(მათ ბუღალტერიაში ჰყავთ აყვანილი დაგეშილი გოგოები, რომლებიც ბანკებთან აგვარებენ სესხის საკითხებს).

ჩემთვის მთავარი იყო შედეგი, აღნიშნული თანხის გადახდაზე თავიდანვე ვიყავი მზად.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მათ ამ პროდუქციის გასაღების მცდელობის დროს შემომთვაზეს ყავა, რაზეც დავთანხმდი. არაა გამორიცხული რომ მათ სასმელში შეურიეს ისეთი ნივთიერება რაც ადამიანს ადექვატური და საღი ფიქრის საშუალებას უმცირებს. ეს ჩემი აზრია და ამას ეჭვობს სხვა რამდენიმე დაზარალებული ქალიც.(იხ. გადაცემა რისკ ფაქტორის სიუჟეტი ამ კლინიკაზე).

მოკლედ, შევიძინე ეს პროდუქცია, და გაწერილი დანიშნულების მიხედვით დავიწყე მისი გამოყენება, პარალელურად თვეში ერთხელ მივდიოდი კლინიკაში და იქ მიტარებდნენ იგივე პროცედურას. გამოყენებიდან დაახლოებით 2-3 თვის შემდეგ შევატყე რომ თმის ცვენა დამეწყო, ექიმმა ქალბატონმა ხათუნა ნოდიამ (ამჯერად ნამდვილად ექიმ დერმატოლოგთან მქონდა ვიზიტი!!! ) შეამცირა რამოდენიმე კომპონენტის მოხმარების სიხშირე და მომცა გარკვეული რჩევები. აქედან 1-2 თვეში  თმის ცვენის მომატების -გაძლიერების გამო ისევ მოვითხოვე ექიმთან ვიზიტი, ქალბატონმა ხათუნამ ისევ  შეამცირა ამ პროდუქციის მოხმარების სიხშირე და საერთოდ სხვა წარმოების შამპუნი დამინიშნა (ამ შამპუნს მე ვხმარობდი ამ საძაგელ კლინიკაში მისვლამდეც და სტაბილურ კონდიციაში მქონდა თმები),პარალელურად დამინიშნა ვიტამინების ნიღაბი თავის კანისთვის და თმებისთვის, თუმცა მინდა აღვნიშნო რომ  სანამ ეს პროდუქცია მთლიანად არ ამოვიღე ხმარებიდან, მანამ ვერ მივაღწიე შედეგს - იმ მხრივ რომ თმის ცვენა შემიწყდა. ექიმთან ვიზიტის პარალელურად მე მოვითხოვე ამ კლინიკის დირექტორთან შეხვედრა, (ვინმე შოთა...), რომელსაც ავუხსენი ჩემი მდგომარეობა, მან მხოლოდ იმ მხრივ გამიწია შეღავათი რომ კლინიკის შიდა ვალის გადახდის ვადა რამოდენიმე თვით გადამივადა. ხოლო ის რომ კლინიკა პასუხსიმგებელი იყო ჩემი მდგომარეობის გამო , მისთვის მიუღებელი თემა აღმოჩნდა. მისი პასუხი მდგომარეობდა შემდეგში: ერთი და იგივე პრეპარატი სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვაგვარად მოქმედებსო, მაგრამ ზიანი რომ მომაყენა მათ მიერ შემოთავაზებულმა პროდუქციამ, ამის გაგება დღესაც არ სურს.

დირექტორთან შეხვედრისას მე ვაფიქსირებდი ჩემს მშვიდობიან  პოზიციას, მინდოდა მოლაპარაკების გზით მოგვარებულიყო ეს საკითხი. მეორე შეხვედრის შემდეგ ის დამპირდა რომ დამფუძნებლებთან გაარკვევდა ჩემს საკითხს და დამირეკავდა, ეს იყო დაახლოებით მარტის თვეში. ამ ზარს დღესაც ველოდები.

პარალელურად თითქმის ყოველ თვეში ხორციელდებოდა ზარი კლინიკიდან განმეორებით პროცედურაზე მისვლის მოწოდებით და კლინიკის ვალის დაბრუნების შინაარსით. ყოველი ასეთი ზარი იწვევდა ჩემს გაღიზიანებულ პასუხს იმასთან დაკავშირებით, რომ ველოდებოდი კლინიკის დირექტორის პასუხს, რაზეც ყველა მპასუხობდა რომ ისინი არ იყვნენ საქმის კურსში.

ა.წ. აგვისტოში დამირეკა ამ კლინიკის იურისტმა, (ვინმე ნინომ) მან შემახსენა კიდევ აღნიშნული დავალიანება კლინიკის წინაშე. მასთან კიდევ მერამდენედ მომიწია ჩემი პრობლემის ახსნა, მანაც ასევე შორს დაიჭირა თავი, არაფერი ვიცი თქვენი შემთხვევის შესახებო და დავთქვით შეხვედრა, აგვისტოს 23–ში ჩვენ შევხვდით, მე პირდაპირ ვუთხარი რომ მე ვარ დაზარალებული, მოტყუებული, და ვითხოვ ჩემი 2998 ლარის ანაზღაურებას მათი მხრიდან,რა თქმა უნდა მათი ნაგავი პროდუქციის დაბრუნებასაც. ამაზე მან ცალსახად უარი განაცხადა და კიდევ ერთხელ შემახსენა ჩემი ვალის შესახებ კლინიკის მიმართ.

მე მათ დავპირდი რომ სასამართლოში შევიტანდი სარჩელს მათ წინააღმდეგ.

ჩემდა სამარცხვინოდ ვაღიარებ, რომ აქამდე არც მქონდა ყურადღება მიქცეული რა ფორმითაა ხელშეკრულება გაფორმებული ჩვენს შორის.ხელშკრულება წარმოდგენილია აბონიმენტის სახით, დარწმუნებული ვარ კლიენტების უმრავლოსობა ვერ წარმოიდგენს რომ ეს აბონიმენტია სწორედ ხელშეკრულება“,– წერს ქალბატონი. 

 

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი