მაია რჩეულიშვილს შესაძლოა, პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მაია რჩეულიშვილს შესაძლოა, პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს

მაია რჩეულიშვილს შესაძლოა, პატიმრობა გირაოთი შეეცვალოსსაქალაქო სასამართლოში კომპანია „ცენტრ-პოინტის“ საქმის განხილვა გრძელდება. სასამართლო ე.წ. მაგნოლიას ეპიზოდზე მსჯელობს. 

 

პროცესზე დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა. პროკურორმა კი აღნიშნა, რომ დაზარალებულებსა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე ისევ არსებობს, ამიტომ ბრალდბულები პატიმრობაში უნდა დარჩნენ. 

 

„თუ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაია რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიება უფრო მსუბუქით, მინიმუმ გირაოთი მაინც უნდა შეეცვალოს“, - აცხადებს ადვოკატი მარია ცუცქირიძე. 

 

სასამართლოში „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლების მაია რჩეულიშვილის, რუსუდან კერვალიშვილისა და კომპანია „დექსუსის“ ხელმძღვანელის ივანე ცაგურიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

 

საუბარია, თაღლითობის ბრალდებით, 2013 წელს დაწყებულ გამოძიებაზე, რომელშიც „ცენტრ პოინტთან“ ერთად, კიდევ სამი სამშენებლო კომპანია ფიგურირებს. საქმეში სულ ხუთი ეპიზოდია და ის დაუსრულებელ მშენებლობებს ეხება.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი