წერეთლის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წერეთლის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა

წერეთლის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალათბილისში, წერეთლის გამზირზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეჯახების შედეგად, შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

უწყების ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა და დანაშაული გახსნილია. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი