"სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ, არ დავთმობთ ადგილებს"- "ელიავას ბაზრობის" მოვაჭრეები (VIDEO) » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ, არ დავთმობთ ადგილებს"- "ელიავას ბაზრობის" მოვაჭრეები (VIDEO)

15000 ოჯახის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ მომზადებულ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში გათვალისწინებული მოსაზრება ელიავას ბაზრობის გადატანის შესახებ, მოსახლეობის ერთ ნაწილს მძიმე დაპირისპირებისაკენ უბიძგებს.
გენერალური გეგმის ავტორებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები. ისინი აცხადებენ, რომ ადგილებს არ დათმობენ და ამისათვის სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ. მათთვის გაუგებარია, რატომ შეაჩერეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბაზრობის ხელმძღვანელი პირების მიერ წარდგენილი განვითარების, მშენებლობის და რეკონსტრუქციის პროცესი.
ელიავას ბაზრობის მეპატრონეები, მის მოწესრიგებას გეგმავენ და ამ მიზნით თბილისის მერიას კონკრეტული პროექტებით უკვე წელიწადნახევრის წინ მიმართეს.
დაიცავს თუ არა საქართველოს მთავრობა 15000 ოჯახის ინტერესებს, ამას დრო გვიჩვენებს.

"სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ, არ დავთმობთ ადგილებს"- "ელიავას ბაზრობის" მოვაჭრეები (VIDEO)

 

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი