თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება

თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართებამოძრაობა "შეაჩერე კორუფცია"-ს დამფუძნებელი გიორგი ბაჯელიძე, საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
 
ბრიფინგის თემა თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინული ხორცის შესყიდვის საკითხი იქნება.
 
"უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტიურად განიხილება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვები. კერძოდ, ქართული ჯარის კვებითი მომსახურების პრობლემები. თავდაცვის სამინისტროში შექმნილია "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა", რომელიც პასუხისმგებელია ქართული ჯარის კვებაზე. გავრცელდა ინფორმაცია, თავდაცვის სამინისტროს მიერ, რომ ქართული ჯარის რაციონში, ქართულ ხორცს ჩაანაცვლებს უკრაინული ხორცი. რამ გამოიწვია, რა ხდება საერთოდ თავდაცვის სამინისტროში? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით დღეს საგანგებო ბრიფინგს გავმართავთ" - აცხადებს გიორგი ბაჯელიძე,
 
ცნობისთვის, ბრიფინგი 14:00-სთ-ზე ორგანიზაციის ოფისში (ყაზბეგის 30ა) გაიმართება. ბრიფინგი ლაივში გადაიცემა მოძრაობის ფბ გვერდიდან.
 
T: 577649111

 

 
  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი