გიორგი მარგველაშვილი - ვამაყობ თქვენით, მოგიხსენიებთ ყოველდღე ლოცვაში და მადლობას გიხდით იმ სამსახურისთვის, რომელსაც სამშობლოსთვის ახორციელებთ » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გიორგი მარგველაშვილი - ვამაყობ თქვენით, მოგიხსენიებთ ყოველდღე ლოცვაში და მადლობას გიხდით იმ სამსახურისთვის, რომელსაც სამშობლოსთვის ახორციელებთ

გიორგი მარგველაშვილი - ვამაყობ თქვენით, მოგიხსენიებთ ყოველდღე ლოცვაში და მადლობას გიხდით იმ სამსახურისთვის, რომელსაც სამშობლოსთვის ახორციელებთვამაყობ თქვენით, მოგიხსენიებთ ყოველდღე ლოცვაში და მადლობას გიხდით თითოეული დღისთვის, იმ სამსახურისთვის, რომელსაც სამშობლოსთვის ახორციელებთ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამწყობრო მოედანზე შეკრებილ საქართველოს შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას. 

გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება ქართველი ჯარისკაცების როლსა და თავდადებაზე გაამახვილა და დღევანდელი დღე - საქართველოს შეიარაღებული ძალების 26 წლის იუბილე კიდევ ერთხელ მიულოცა. 

”საუკუნეების განმავლობაში თქვენი წინამორბედები ინარჩუნებდნენ ჩვენი სამშობლოს ღირსებასა და დამოუკიდებლობას. ამ რთული მისიის აღსრულებისას თქვენ იცით, რომ თქვენ ხართ დიდგორისა და ბასიანის, მარტყოფისა და ბახტრიონის შთამომავლები. თქვენი თანამებრძოლები იყვნენ კვინიტაძე და მაზნიაშვილი. თქვენს რიგებში იდგა გმირი გიორგი ანწუხელიძე. ამიტომ საქართველოს მოქალაქენო! ვამაყობ თქვენით. მოგიხსენიებთ ყოველდღე ლოცვაში და მადლობას გიხდით თითოეული დღისთვის, იმ სამსახურისთვის, რომელსაც სამშობლოსთვის ახორციელებთ”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების დამსახურებაც აღნიშნა, ასევე, გაიხსენა და პატივი მიაგო მათ ხსოვნას, ვინც სამშობლობისთვის გმირულად დაიღუპა. 

”თქვენ იცავთ თქვენი სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. თქვენ აძლევთ რიგით მოქალაქეებს შესაძლებლობას, აშენონ ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. თქვენ ქართული იარაღის ღირსება საერთაშორისო მისიებში მართლაც საამაყო გახადეთ. მადლობა სამსახურისთვის და ღმერთი ჰფარავდეს საქართველოს”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. 

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი