აჭარის ა/რ მთავრობის განმარტებით, სარფის საბაჟოზე შექმნილი შეფერხებები გამოწვეულია თურქეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

აჭარის ა/რ მთავრობის განმარტებით, სარფის საბაჟოზე შექმნილი შეფერხებები გამოწვეულია თურქეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო

აჭარის ა/რ მთავრობის განმარტებით, სარფის საბაჟოზე შექმნილი შეფერხებები გამოწვეულია თურქეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამოაჭარის ა/რ მთავრობის განმარტებით, სარფის საბაჟოზე შექმნილი შეფერხებები გამოწვეულია თურქეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამოაჭარის ა/რ მთავრობა განმარტავს, რომ სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი შეფერხებები გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ თურექეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო.

რაც შეეხება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს მხარეს არსებულ ვითარებას, აჭარის ა/რ მთავრობაში აცხადებენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, მოქალაქეები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.

”აჭარის ა/რ მთავრობა ფლობს რა სრულ ინფორმაციას საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის საზღვარის სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი ვითარების შესახებ, კიდევ ერთხელ განმარტავს და ხაზს უსვამს, რომ შექმნილი შეფერხებები გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ თურექეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო. აღნიშნული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გახდა მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხების მიზეზი , რაც განსაკუთრებით საგრძნობი ხდება შაბათ-კვირის დღეებში საქართველოში შემომსვლელთა გაზრდილი ნაკადის გამო. 

თურქეთის მხარეს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სარემონტო სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ამის შესახებ არაერთხელ იქნა აღნიშნული მასმედიის სხვადასხვა საშუალებით. რაც შეეხება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს მხარეს არსებულ ვითარებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოქალაქეები შეუფერხებლად გადაადგილდებიან”, - ნათქვამია განცხადებაში.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადაადგილების კუთხით შეფერხებებია. 

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი