საქართველოს ახალ პარლამენტს პრეზიდენტი მიმართავს » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს ახალ პარლამენტს პრეზიდენტი მიმართავს

საქართველოს ახალ პარლამენტს პრეზიდენტი მიმართავსცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩვნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ,  საქართველოს პრეზიდენტი  პარლამენტის პირველ სხდომას მოიწვევს, რომელსაც თავად გახსნის და პარლამენტს სიტყვით მიმართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განუცხადა.

„არჩევნები დასრულდა. პრეზიდენტმა საარჩევნო პროცესი შეაჯამა და გამოთქვა საკუთარი აზრი. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, დროული და ადეკვატური რეაგირება ყველა დარღვევაზე, რაც გამოვლინდა არჩევნების განმავლობაში. ეს მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური პროცესის სამართლიანობისთვის, ისე ზოგადად საარჩევნო სისტემის სანდოობისთვის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი მოიწვევს პარლამენტის პირველ სხდომას, რომელსაც თავად გახსნის და პარლამენტს სიტყვით მიმართავს. რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, უსკო-ს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომასაც დანიშნავს“,-აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

 

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი