სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს – გთხოვოთ ხელახლა ბრძოლაში ჩართვას! » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს – გთხოვოთ ხელახლა ბრძოლაში ჩართვას!

“ველოდე, ველოდე მაგრამ ცსკომ ვეღარ დაასრულა დათვლა … ისევე როგორც 9 ოქტომბრის დილით ველოდებოდით ადგილობრივ უბნების დასკვნებს და დათვლებს….
მაგრამ ლოდინი აღარ მინდა და ერთროულად უღრმესი მადლობა უნდა გითხრათ მხარდაჭერისათვის, ერთგულებისათვის და გამოხატულ სამოქალაქო თანადგომისათვის…. და აქვე გთხოვოთ ხელახლა ბრძოლაში ჩართვა!
მეორე ტურზე უნდა მოგიწვიოთ, დავასრულოთ დაწყებული ბრძოლა და პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე !
8 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვეთ მთაწმინდის ყოველივე 31 უბანზე, 20% უპირატესობით … მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, კანონის მიერ დაწესებულ 50% და ერთი ხმის მისაღწევად! მეორე ტური დაინიშნება და ჩვენ, თქვენთან ერთად, მზად ვართ გამოწვევისთვის და გამარჯვების განმეორებისთვის!” – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი