მიუღებელია ერთი პოლიტიკური ძალის მოსაზრებების მიხედვით იცვლებოდეს კონსტიტუცია – ფიქრია ჩიხრაძე » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიუღებელია ერთი პოლიტიკური ძალის მოსაზრებების მიხედვით იცვლებოდეს კონსტიტუცია – ფიქრია ჩიხრაძე

მიუღებელია ერთი პოლიტიკური ძალის მოსაზრებების მიხედვით იცვლებოდეს კონსტიტუცია – ფიქრია ჩიხრაძე“დემოკრატიისთვის ეს არის მიუღებელი,” – ამ განცხადებით ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე, მმართველი გუნდის მიერ კონსტიტუციაში დაანონსებულ ცვლილებებს.

ჩიხრაძე, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების წევრთა განცხადებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ცვლილებები ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსისშედეგად უნდა იქნას მიღებული და არა ერთი კაცის სურვილით.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს დაერთპარტიულად შეიცვლება კონსტიტუცია, ეს ქვეყნის დემოკრატიას საფრთხეს შეუქმნის.

„არანაირად არ არის სასურველი და დემოკრატიისთვის ეს არის მიუღებელი, რომ ერთი პოლიტიკური ძალის მოსაზრებების მიხედვით იცვლებოდეს კონსტიტუცია. კონსტიტუციაში ცვლილება აუცილებლად უნდა იყოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის თანხმობის შედეგად მიღებული, ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად მიღებული და საერთოდ ქვეყანას იმდენი პრობლემა აქვს დღეს გადასაჭრელი, რომ ამ პრობლემებზე უფრო მეტად უნდა ხდებოდეს აპელირება მმართველი ძალის მხრიდან, რომელსაც აქვს ეს პასუხისმგებლობა, ვიდრე იმაზე, რომ ამ შემთხვევაში ვიღაცას არ მოსწონს პერსონალურად პრეზიდენტი მარგველაშვილი და ამის გამო უნდა, რომ კონსტიტუცია შეცვალოს,“-განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი