06:30 საათისთვის ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგებით ”ქართულმა ოცნებამ” ხმების 50.44%, "ნაციონალურმა მოძრაობამ", კი 26.67% მიიღო » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

06:30 საათისთვის ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგებით ”ქართულმა ოცნებამ” ხმების 50.44%, "ნაციონალურმა მოძრაობამ", კი 26.67% მიიღო

06:30 საათისთვის ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგებით საპარლამენტო არჩევნებში ”ქართულმა ოცნებამ” ხმების 50.44%, "ნაციონალურმა მოძრაობამ", კი 26.67% მიიღო. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3702 უბნიდან 2018 აქვს დათვლილი, რაც უბნების 54.51%-ია.

2018 უბანზე დათვლილი ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების თანახმად, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებულმა ოპოზიციამ” - ხმათა 4.77% მიიღო, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” – 3.67%, „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები” - 3.92%, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა” 3.27%, „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია” - 3% „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები” - 1.44%, „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო” - ამომრჩეველთა 0.84%-ის მხარდაჭერა მიიღო

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი